9 აპრილს გარემონტებული სტადიონის გახსნა სოფელ მერენიაში საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალით აღინიშნა. ის სოფლიდან ჩამოსულმა ქველმოქმედმა ძმებმა პაპოიანებმა გაარემონტეს.

მერენია ჩვეულებრივზე მეტად ხალხმრავალი და ცოცხალი იყო, სოფელი ახალი სტადიონის გახსნას ზეიმობდა. შეიკრიბა როგორც სოფელ მერენიის მოსახლეობა, ასევე მეზობელი სოფლების მცხოვრებლები. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ მომღერლები სომხეთიდან და «ჯავახკის» ეთნოგრაფიული ანსამბლი.

giorgi papoyan

ქველმოქმედებს ერთი მიზანი აქვთ: სოფლის განვითარება და ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობების შექმნა.

„რადგან სოფლის სტადიონი ცუდ მდგომარეობაში იყო და სოფლის ახალგაზრდობას უყვარს ფეხბურთის თამაში და ეს მათთვის საუკეთესო გასართობია, გადავწყვიტეთ სტადიონის გარემონტება. სტადიონის გახსნა დღეს შედგა, მანამდე იყო თამაშები სხვადასხვა გუნდებს შორის“, – თქვა ძმებიდან უმცროსმა გეორგი პაპოიანმა.

ძმებმა პაპოიანებმა სოფლის გუნდს სპორტული ტანსაცმელიც გადასცეს.

khagh

სოფელში სტადიონის გარემონტების შემდეგ გაიმართა ფეხბურთის ღია ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სოფლის 38 გუნდმა. დღეს ფინალური ტური და გამარჯვებულთა ოფიციალური და საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.

საპატიო პირველი ადგილი სოფელ მურჯახეთის გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილი კუმურდოს გუნდმა, მესამე კი მასპინძლებმა – მერენიამ.

gavat

ძმები პაპოიანები ცხოვრობენ და საქმიანობენ რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ, როგორც ამბობენ, მშობლიური სოფელი მათთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა.