სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აუციელებელი სამუშაოები დაამტკიცა. მოსახლეობამ 83 პრიორიტეტული სამუშაო შეარჩია, უმეტესობამ ქუჩის განათება აირჩია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 64 სოფელმა 83 პრიორიტეტული საქმე გამოარჩია. 16 სოფელმა კი მხოლოდ ორი სამუშაო აირჩია.
სოფელმა იხტილამ 3 პრიორიტეტული სამუშაო დაასახელა: სასაფლაოს შემოღობვა, სახურავისა და ტუალეტის მოწყობა. სოფელ იხტილასთვის 16 000 ლარი გამოყვეს.
სოფელი აზავრეთი სასმელი წყლის მილსადენის რეაბილიტაციასა და სოფლის ქუჩების განათებას გეგმავს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით აზავრეთისთვის 20 000 ლარია გამოყოფილი.
სოფელ გოდოლარში პრიორიტეტად სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, სოფლის გზების მოწესრიგება დაასახელეს, რაზეც 16 000 ლარი დაიხარჯება.
სოფელი კორხი 16 000 ლარის ფარგლებში 100მ წყალსადენს გამოცვლის და მოედანს ააშენებს,
სოფელ გოგაშენში ქუჩის განათებასა და სარწყავი ტექნიკის შეძენა იზრუნებენ. გოგაშენის თანხა 12 000 ლარია.
სოფელი აზმანა ქუჩების განათებას და სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას აპირებს.
დანარჩენმა სოფლებმაც ანალოგიურად აირჩიეს პრიორიტეტები.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის არა მოვსისიანის თქმით, სამუშაოების 60% ქუჩების განათებას ითვალისწინებს. რამდენიმე წლის განმავლობაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის, ადგილობრივი ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე 4 000 განათების ბოძი დაამონტაჟეს.
„ალბათ ის სოფლები, რომლებმაც მხოლოდ ორი პრობლემა დაასახელეს, სახსრების არარსებობის შემთხვევაში ერთ სამუშაოზე იზრუნებენ. ამჟამად 74 სამუშაოა დარჩენილი. სამუშაო პროექტების შედგენაზე სამინისტროს გადაწყვეტილებას ველოდებით, პრობლემური საკითხები ალბათ ტენდერის გარეშე, პირდაპირი კონტრაქტებით მოგვარდება“, – განმარტა არამ მოვსისიანმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის მინიმუმ 10 000 ლარია გამოყოფილი, მაქსიმუმი კი 20 000 ლარია. მოსახლეობის მიხედვით სოფლები 12 000-16 000 ლარს იღებენ.
პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტს წელს 922 000 ლარი გამოუყვეს.