30.03.2023
ნახვები: 213 |
ავტორი: Kristina Marabyan
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა „ბეჯითი მუშაობის წახალისებისთვის“ 670 000 ლარი მიიღო, რომელიც სხვადასხვა ხარჯებზე გადანაწილდება.
29 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დღის წესრიგში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის კორექტირების საკითხი დადგა.
ბიუჯეტში ცვლილებები ახალქალაქის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა კარენ მერგელიანმა წარმოადგინა და განმარტა თუ როგორ მიიღეს პროექტების დაფინანსება.
„ჩვენდა სასიხარულოდ, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მუნიციპალიტეტი ვართ. ქუთაისისა და რუსთავის შემდეგ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა მე-3 ადგილი დაიკავა და წახალისების მიზნით გაწეული სამუშაოსა და კარგად შემუშავებული პროგრამებისთვის ბიუჯეტიდან 670 000 ლარი გამოგვიყვეს. შესაბამისად, შემოსავლის საბოლოო ნაწილი 24 413 232 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ხარჯების ნაწილი 25 937 800 ლარამდე“, – განმარტა კარენ მერგელიანმა.
ახალქალაქის მერიამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად 1 543 197 ლარის ცვლილებები წარუდგინა.
ცვლილებების საფუძველზე
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის წევრობისთვის 3210 ლარს იხდის
- კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის, ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური წიგნის „მესხეთის ფოლკლორის“ დასაფინანსებლად 7000 ლარის გამოყოფა იგეგმება
- ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მოთხოვნით, რომელიც 2021 წლის 13 თებერვალს გაიხსნა, „C ჰეპატიტის ლიკვიდაციის პროგრამისთვის“ 10 000 ლარი გამოიყოფა
- 2023 წლის 21 მარტის წერილის საფუძველზე ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურს ახალქალაქში 20 მეტრიანი ქართული დროშის დასამონტაჟებლად 22 987 ლარი გამოეყოფა
- ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურმა ალათუმან-ბეჟანოს და კულიკამ-ხულგუმოს საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის 1 000 000 ლარი მოითხოვა, თითო გზისთვის – 500 000. 150 000 ლარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის „სხვადასხვა სოფლების“ შიდა გზების გათანაბრებას მოხმარდება, თუმცა სოფლები მითითებული არ არის
- 350 000 ლარს ინფრასტრუქტურის, ტერიტორიული განვითარების, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახური ითხოვს, საიდანაც 300 000 ლარი 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე, შეკეთებაზე, მონტაჟსა და დემონტაჟის ზედამხედველობაზე გადანაწილდება, რომელზეც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში იზურნებენ. იგეგმება კაპიტალური რემონტი, შენობების რეკონსტრუქცია, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სარეკონსტრუქციო და კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება
ცვლილებების შემდეგ გარდამავალი ნაშთი 4 014 412,96 ლარი იქნება. 30 მარტს კომისია სხვადასხვა თემასთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პლენარულ სხდომაზე ამ საკითხებსაც განიხილავს.