23 მარტს თბილისის ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის მუზეუმში სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოფენა სახელწოდებით „თუმანიანი და ტფილისი“ გაიხსნა, რომელიც 13 აპრილამდე გაგრძელდება.
ჰოვანეს თუმანიანის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის ოფიციალურ გახსნამდე ხოჯივანქის პანთეონ „დიდებულში“ ხსენების ცერემონია გაიმართა.
გიორგი ლეონიძოს სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენა „თუმანიანი და ტფილისის“ ოფიციალურად გაიხსნა, რომელსაც საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი, საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდენტი მაყვალა გონაშვილი, ჰოვანეს თუმანიანის მუზეუმის დირექტორი ანი ეგიაზარიანი, უნივერსიტეტის სომხური ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი არწრუნ ავაგიანი, ეროვნული აკადემიის მეცნიერების აბეგიანის სახ. ლოტერატურის ინსტიტუტის თუმანიანთმცოდნეობის განყოფილების ხელმძღვანელი ევა მნაცაკანიანი ესწრებოდნენ.
ჰოვანეს თუმანიანის გარდაცვალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ალფრედ კოჩარიანის ხელმძღვანელობით დელეგაციაც მონაწილეობდა.
ღონისძიება სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის, ლიტერატურული და საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრების „ჰოვანეს თუმანიანის სახლის“ და ორგანიზიის „ჰაიარტუნის“, ჰოვანეს თუმანიანის მუზეუმისა და კომიტასის მუზეუმ-ინსტიტუტის ინიციატივით გაიმართა.
საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშოტ სმბატიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ იგი ამ მოვლენას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და დაამატა, რომ თუმანიანი სომხებისა და ქართველების ფილოსოფოსი იყო.
“თუმანიანი სომეხი ხალხის უდიდესი შვილი და ქართველი ხალხის უდიდესი მეგობარია. თავის დროზე მან ორ ხალხს შორის დამაკავშირებელი ხიდის საფუძველი ჩაყარა და იგი დღემდე მყარად დგას და ვტკბებით მისით“.
ღონისძიებას სომხეთიდან ჩამოსული სტუმრები, საქართველოს კულტურის სომეხი მოღვაწეები, პროფესორები და სომეხი სტუდენტები, თუმანიანის პოეზიით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ გამოფენაზე ხელნაწერი გაზეთები, წიგნები და ფოტოები ეხილათ, სადაც აღწერილი იყო ძლიერი კავშირი და მეგობრობა თუმანიანსა და თბილისს შორის. ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრები მიღებაზე დაპატიჟეს.
24 მარტს სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის დარბაზში მემორიალური კონცერტი გაიმართება. თუმანიანის გამოსვლის მოტივებსა და კომიტასის მუსიკას ვოკალური ანსამბლი „გეღარდი“ შეასრულებს.