ახალქალაქში, 3-7 წლის ბავშვებისთვის განვითარებადი სათამაშო მოედნების მშენებლობა იგეგმება. შესაბამისი პროექტი გასახილველად და თანხის გამოყოფის მოთხოვნით მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიას გასულ კვირას გადაუგზავნა. Jnews-ი დაინტერესდა, როგორ გაჩნდა სათამაშო მოედნების აღჭურვის იდეა და როგორი იქნება ისინი?

ბავშვებისთვის სათამაშო მოედნების განვითარების პროექტი საკრებულოს სხდომაზე იდეის ავტორმა ვიტალი ბანგოიანმა წარადგინა. მისივე თქმით, მომავალ თაობაზე ფიქრისას აღმოაჩინა, რომ ქალაქში მოზარდებისთვის შესაფერისი ადგილები არ არის.

„იდეის მიზანია მომავალი, ჯანსაღი თაობისთვის რაღაცის შექმნაა, რათა მივიღოთ ჯანსაღი თაობა. ჩვენი ქალაქი აზარტში ჩაიძირა, მესმის, რომ ამას ბიუჯეტისთვის ფული მოაქვს, მაგრამ აზარტი ადამიანის სიცოცხლეს ანადგურებს. ასაკი 3-დან 7 წლამდე, იმდენად, რამდენადაც 7 წლიდან ბავშვი უკვე სკოლაში მიდის და მის შემდგომ განვითარებაზე სკოლა ზრუნავს.  იქ იღებს იმას, რაც სჭირდება, მაგრამ სკოლამდე ენერგიას ვერ ხარჯავს“, – განმარტავს იგი.

როგორც ვიტალი ბანგოიანი განმარტავს, საკუთარ იდეასთან  დაკავშრებით მან კონსულტაციები სპეციალისტებთან – ფსიქოლოგებთან, ლოგოპედებთან, მშობლებთან გაიარა, მოისმინა მათი მოსაზრებები ბავშვების საჭიროებებზე.

მისი თქმით, ეს პირველი პროექტია და იმ შემთხვევაში თუ მოწონებას დაიმსახურებს, მეორე ეტაპზე „კიდევ უკეთესის“ შედგენას გეგმავს.

იდეის ერთ-ერთი თანაავტორი, ლოგოპედი შუშან კობელიანი ამბობს, რომ ასეთი სათამაშო მოედნები ბავშვებში შემდეგ თვისებებს ავითარებს:

1. სივრცეში ორიენტაცია
2.საკოორდინაციო მოძრაობები
3.ყურადღების ფოკუსირება
4. მოტორული აქტივობა
5.ფერების აღქმა
6.ფოკუსირება და პორტაბელურობა
7. ლოგიკური აზროვნება და მათემატიკური შესაძლებლობები.

„იდეა მე არ მეკუთნის, მოსწავლის ერთ-ერთმა მშობელმა მომმართა, მკითხა, როგორ შეიძლებოდა დახნარებოდა ბავშვს უნარების განვითარებაში? მე ასეთი მოედნები ვურჩიე. ისინი შედგება ნახატებისგან, რომლებიც გამძლეა, შესრულებულია რეზინის საფარზე და არა ბეტონის ზედაპირზე”, – განაცხადა მან.

დაგეგმილ მოედნებზე თამაშებისთვის სპეციალური ადგილებია გამოყოფილი. პროექტის ავტორების სურვილია, რეზინის საფარის მოწყობა მერიამ დააფინანსოს, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, ნახატები ასფალტზე გაკეთდება.

გთავაზობთ ნიმუშს თუ როგორი იქნება სათამაშო მოედნების გაფორმება:

333586091_187025450706613_5591907665090207950_n

333435099_917905012959263_4284744752332208909_n

333591179_2471015179717823_3176772663658020860_n

333464199_896696588274019_4337829585144072513_n

333417983_1391715511611875_4832030796495148800_n

10 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 3-7 წლის ბავშვებისთვის სათამაშო მოედნების პროექტი განიხილეს. ინიციატივის ავტორმა ვიტალი ბანგოიანმა ბიუროზე პროექტის სამი ვარიანტი წარადგინა. დეპუტატებს პროექტი მოეწონათ და მერიას თხოვნით მიმართეს, განვითარებადი სათამაშო მოედნებისთვის თანხა გამოყოს.

ახალქალაქში სათამაშო მოედნების მშენებლობა იგეგმება