ნინოწმინდის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 680 000 ლარი ნინოწმინდის ცენტრში მრავალსართულიანი შენობების ფასადების რეაბილიტაციისთვის გამოყო.
ტენდერი გამოცხადებულია. ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე შემდეგი შენობების რეაბილიტაცია იგეგმება: №7, 8, 9, 10, 12, 21, 54, 56 თავისუფლების ქუჩაზე, №24 ტერიანის ქუჩაზე და №18 ჰოვსეფიანის ქუჩაზე.
რეაბილიტაცია შემდეგ სამუშაოებს მოიცავს: ძველი ბათქაშის და ქვიშა-ცემენტის საფარის მოცილება ფასადების კედლებიდან და ხელახალი შელესვა, წყალგაუმტარი ფასადის საღებავით შეღებვა (ცემენტის ხსნარზე, ე.წ. ესპანკა), შემოსასვლელი ფანჯრების დემონტაჟი და მეტალოპლასტმასის ფანჯრების მონტაჟი, წინა ფასადზე სახურავის გარემონტება და წყალგაუმტარი ღარების მონტაჟი.
საპროექტო შეფასებით, შენობები იზოლირებული იქნება, სახურავისთვის პოლიკარბონატია გამოყენებული.
პროექტი შპს “დიზაინ-2008”-ის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ჯგუფმა მომზადდა. სამუშაოზე განაცხადები 23 მარტამდე მიიღება.