14 მარტს ახალქალაქის მერიის სააქტო დარბაზში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა წარუდგინეს, რომელიც 6 მარტიდან შევიდა ძალაში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოოპერატივების განვითარებისა და მხარდაჭერის დეპარტამენტის წამყვანმა სპეციალისტმა გიგა რეხვიაშვილმა და სპეციალისტმა რეზო ხოხობაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ აცნობეს. შეხვედრას ახალქალაქის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ინფორმაცია საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის სპეციალისტმა ნანა ბროიანმა თარგმნა.

ახალქალაქის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის უფროსმა სპეციალისტმა რამაზ გოგოლაძემ შეხვედრა კოოპერატივების მნიშვნელობის ინფორმირებით დაიწყო. კოოპერატივებს ინდივიდუალურ ფერმერთან შედარებით ბევრი შესაძლებლობა აქვს. სახელმწიფო პროგრამაც სპეციალურად კოოპერატივების განვითარებისთვის ამოქმედდა.

გიგა რეხვიაშვილის თქმით, პროგრამის მთავარი მოთხოვნის მიხედვით პროგრამაში მონაწილეობა მხოლოდ კოოპერატივებს შეუძლიათ. კოოპერატივი შეიძლება არანაკლებ 5 კაცითა და 10 ჰექტარი მიწით შეიქმნას, რომელიც სახელმწიფო რეესტრსა და ერთ ტერიტორიულ რაიონშია რეგისტრირებული.

კოოპერატივებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი უნდა ჰქონდეთ. თუ სტატუსი რაიმე მიზეზით დაკარგა, მისი აღდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში, შესაბამისი საბუთების შესაბამის განყოფილებაშია შესაძლებელი.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაფინანსების პროგრამის საერთო ფონდი 10 მილიონი ლარია. ტრაქტორისა და აგრეგატების შესყიდვა ფინანსდება, კომბაინის და არაუმეტეს 100 000 ლარისა კი – არა. ერთი აგრეგატის რამდენიმე ერთეული არ ფინანსდება, მაგრამ სხვადასხვა ერთეულის შესყიდვების რაოდენობა შეზღუდული არ არის, მაგრამ სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. თუ ბენეფიციარი 300 000 ლარის ღირებულების პროექტს უზრუნველყოფს, დაფინანსდება 100 000 ლარი იქნება. შეძენილი ტექნიკა ახალი უნდა იყოს.

მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული საკითხი ბევრს აინტერესებდა, ვინაიდან კოოპერატივის შექმნისას მისმა თითოეულმა წევრმა წვლილი – მიწის ნაკვეთი – უნდა შეიტანოს. ვიღაცას შეუძლია მეტი მიწა გასცეს, ვიღაცას – ნაკლები, მაგრამ კოოპერატივის წევრმა აუცილებლად უნდა შეიტანოს საკუთარი მიწის ნაკვეთი.

გიგა რეხვიაშვილის განმარტებით, ხშირ შემთხვევაში კოოპერატივების წევრები მიწის ნაკვეთის თანამფლობელები არიან, ანუ მიწის ნაკვეთი არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ, მაგალითად, ოჯახის წევრების საკუთრებაა. ხოლო თუ კოოპერატივში ოჯახის მხოლოდ ერთი წევრია, არსებული ნაკვეთი ოჯახის წევრების რაოდენობაზე უნდა გაიყოს. კოოპერატივის საკუთრებად საერთო მიწის ნაკვეთის მხოლოდ ერთი ნაწილი ითვლება. თუ ოჯახის წევრებიც კოოპერატივის წევრები არიან, მაშინ მიწის ნაკვეთი საერთოა.

ზოგჯერ მთლიანი მიწის ნაკვეთის მხოლოდ ერთ ადამიანზე, კოოპერატივის წევრზე ხელახალი რეგისტრაციაა საჭირო.

კოოპერატივში იჯარით აღებული მიწის შეტანაც შესაძლებელია, თუ ის იჯარით არის აღებული სახელმწიფოსგან და არა კერძო პირისგან და გაფორმებულია ხელშეკრულება.

შესაძლებელია თუ არა საკუთარი ნაწილის სესხით აღება? დიახ, თუმცა კოოპერატივს თანხის საკუთარი ნაწილი ანგარიშზე უნდა ჰქონდეს. სტუმრებმა პროგრამის სირთულეებზე ისაუბრეს. პროგრამის ზოგადი პრეზენტაციის შემდეგ ფერმერებმა კითხვები დასვეს, რომლებსაც გიგა რეხვიაშვილმა და რეზო ხოხობაშვილმა უპასუხეს.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ბმულზე იხილოთ.

კონსულტაციისთვის შეგიძლიათ ახალქალაქის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს დაუკავშირდეთ.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის პროექტი დაიწყო