წელს ახალქალაქში მოსავლის აღება ცივი და წვიმიანი ამინდის გამო შეფერხებით მიმდინარეობს, რაც ადამიანებს ხელს უშლის ბუნებრივი ტემპით მუშაობაში.

უკვე ერთი თვეა, ახალქალაქში კარტოფილის კრეფა დაიწყო, მაგრამ ხანგრძლივი წვიმები ხელს უშლის და აფერხებს სამუშაო პროცესს, რათა მოსახლეობამ დროულად აიღოს მოსავალი.

სოფელ კარწახში ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან, რათა სრულად დაიწყონ მუშაობა.

სოფლის ერთ -ერთი მცხოვრები, მიშა აბაჯიანი ყვება: ”სოფელში შემიძლია ვთქვა, რომ მოსავლის თითქმის ნახევარი უკვე ამოღებულია მიწიდან, რამდენიმე დღის წინ წვიმდა, მაგრამ სოფლის მცხოვრებლები ცდილობენ იმუშაონ თუნდაც ასეთ პირობებში, რაც შეეხება გაყიდვას, ჩვენს სოფელში მოდის სატვირთო მანქანები, კარტოფილის ფასი 80 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს ”.

ატომ ოგმრციანმა ორ ჰექტარ მიწაზე დათესილი კარტოფილი ამოყარა.  ის ამბობს, რომ მთელი მოსავალი ოჯახის წევრებთან ერთად მოკრიფა, მათ ეშინოდათ, რომ ამინდი შეიცვლებოდა და გაცივდებოდა.

„ცუდი ამინდებია, მაგრამ სოფელში ცდილობენ არ გაჩერდნენ, მუშაობა გააგრძელონ.  პირადად მე 2 ჰექტარ მიწას ვამუშავებ, უკვე დავასრულე სამუშაოები.  მთელი სამუშაო ოჯახის წევრებთან ერთად შევასრულეთ, მუშები არ დაგვიქირავებია, რადგან იმ დროს შეუძლებელი იყო მუშახელის პოვნა, ხოლო თუკი იყვნენ, მათ 45 -დან 50 წლამდე ლარი უნდოდათ.  რამდენიმე დღის წინ დამირეკეს და 80 ლარად შემომთავაზეს სამუშაოდ მოსვლა”, – ამბობს ის.

kartol

ამინდმა ასევე იმოქმედა შრომის ფასების ზრდაზე, რადგან არსებობს შიში, რომ წვიმის შემდეგ ფერმერები ვეღარ შეძლებენ მოსავლის აღების დამთავრებას, ხოლო ცივი ზამთარი, არც ისე შორსაა.  შედეგად, დაქირავებულმა მუშებმა მკვეთრად გაზარდეს თავიანთი შრომის ღირებულება.

”წვიმების დაწყებამდე 45 -დან 50 ლარამდე ვიხდიდი, მაგრამ ცუდი ამინდის გამო, სამუშაო თითქოს ჩამორჩა და ახლა ყოველდღიური დაქირავებული მუშები ითხოვენ მაღალ ფასს – 70 -დან 80 ლარამდე.  მიწაში მოსავალს ვერ დავტოვებ.  მართალია, კარტოფილი წელს უფრო ძვირია, მაგრამ შარშანდელთან შედარებით ყველაფერი გაძვირდა და, რაც არ უნდა გაიზარდოს დაქირავებული მუშები, ჩვენ საერთო შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ”, – ამბობს გარნუკ ვარდერესიანი.

მესამე დღეა ახალქალაქში ისევ წვიმს, მაგრამ სოფლის მოსახლეობა ამ პირობებშიც განაგრძობს კარტოფილის ამოყრას, რათა თოვლის მოსვლამდე დრო ჰქონდეთ თავიანთი მოსავლის სახლში მოსატანად.

”წვიმების შემდეგ, მუშაობა და მუშების პოვნა უფრო რთული გახდა, არ გვაქვს დრო დაველოდოთ მზიან ამინდს, ძნელია მუშაობა,  ვაგრძელებთ კარტოფილის კრეფას, თუნდაც ცივ ამინდში”, – ამბობს მელსიკ ფიდანიანი.

berqagavaq

სოფლის მცხოვრებთა ისედაც მძიმე შრომას, რომელშიც ახალგაზრდებიც და მოხუცებიც მონაწილეობენ, უამინდობა კიდევ უფრო ართულებს, ერთადერთი იმედი მზიანი ამინდია, რომლის დროსაც ბევრი იმედოვნებს კარტოფილის მოსავლის აღების დასრულებას.

ლიდა ალმასიანი