ამ დღეებში ერთადერთი და მთავარი პრობლემა, რომელიც ჯავახეთის მოსახლეობას აწუხებს-
სოფელი არაგვა ახალქალაქი-ბაკურიანის გზატკეცილზე მდებარეობს, რეგიონული ცენტრიდან ჩრდილოეთით 12 კმ-ში. სოფელში დაახლოებით 225 ოჯახი ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობის საარსებო წყარო სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობაა, თუმცა სამუშაოდ გასული ხალხის უკმარისობაც არ არის. კორონავირუსის გამო, ბევრმა ვერ მოახერხა წასვლა, სოფლის მოსახლეობამ იძულებით დათესა მეტი კარტოფილი და დღეს, სოფლის ცენტრში შეკრებილნი, კარტოფილის მყიდველებს ელიან, მაგრამ ამაოდ…
”კარტოფილის ფასი დაეცა, ყველაფერზე ფასმა მოიმატა, მაღაზიაში მიდიხარ – კარაქი, სხვა პროდუქტები, ყველაფერი ძვირია, ერთი ტომარა შაქარი 135 ლარი გახდა, “ჩუპაჩუპსებზეც” კი ფასი 50 თეთრამდე გაიზარდა, კარტოფილის ფასი 25 თეთრია. ლარი უბრალო ქაღალდი გახდა. სოფელში თითქმის ყველას აქვს ტონობით კარტოფილი. უბრალოდ უნდა დაველოდოთ, ვნახავთ, თუ ვერ გავყიდით, გადაყრა მოგვიწევს”, – ამბობენ სოფელ არაგვას მცხოვრებლები.
ისინი ნაგავსაყრელზეც ღელავენ, რადგან არ იციან სად შეიძლება ასეთი დიდი რაოდენობის კარტოფილის გადაყრა.
”კარგი, გადაგდება მომიწევს, მაგრამ სად? შემდეგ გარემოსდამცველებიც მომადგებიან და დამაჯარიმებენ. ფულიც კი არ გვაქვს, რომ ტრაქტორი ვიქირავოთ, დიდი ორმო ამოვთხაროთ და დავმარხოთ. ხოლო მუშებს უნდათ 10 თეთრი, რომ გატანაში დაგვეხმარონ”, – აღნიშნავენ სოფელ არაგვას მცხოვრებლები.
”ჩვენ არ ვამბობთ, რომ კარტოფილი 1 ლარი უნდა ღირდეს, იყოს 70 თეთრი, ისე, რომ არც ჩვენ და არც მყიდველი არ დაზარალდეს. ახლა იმდენი კარტოფილია, მაგრამ მაინც გვიწევს დათესვა. მოვიდნენ და წაიღონ 30 თეთრად, ამაზეც თანახმა ვართ ”, – ამბობს სოფლის მოსახლეობა.
სოფლის მოსახლეობის აზრით, თბილისში წასვლას აზრი არ აქვს, თუ იქ 30 თეთრად გაიყიდება, მძღოლსაც უნდა მივცეთ 10 თეთრი, დანარჩენ ხარჯს თუ არ ჩავთვლით.