სომხეთში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო შეჯიბრზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებმა ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
კიკბოქსინგის საერთაშორისო შეჯიბრებები სომხეთში მიმდინარე წლის 10-11 მარტს გაიმართა და მასში ახალქალაქიდან 7 სპორტსმენი მონაწილეობდა. ყოველი მათგანი სოფელ დადეშიდან იყო. სამოყვარულო შეჯიბრებებზე 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
გამარჯვებული სპორტსმენები:
ანდრანიკ თუმასიანი – 1-ელი ადგილი
ანდრანიკ სიმონიანი – 1-ელი ადგილი
მეორე ადგილოსნები: ერჯანიკ მშეციანი და ლიოვა მშესიანი.
12 წლის ზოჰრაბ ჰარუთუნიანმა პროფესიონალურ შეჯიბრებებზე 32 კგ წონით კატეგორიაში სომეხი სპორტსმენი დაამარცხა და K1 საერთაშორისო სარეიტინგო ქამარი მიიღო.
სპორტსმენების მწვრთნელი ანდრანიკ აბელიანია.