3 თებერვალს Jnews-ის ოფისში პროექტის “დეზინფორმაციასთან ბრძოლა ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების გაზრდის გზით“ ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის მორიგი ტრენინგი გაიმართა, რომელიც დეზინფორმაციას, ადამიანების ფსიქიკაზე მის გავლენას ეხებოდა. შეხვედრას ფსიქოლოგი გოჰარ აღჯოიანი უძღვებოდა.

ტრენინგის თემა „დეზინფორმაცია და ადამიანის ფსიქიკაზე მისი გავლენა“ იყო. ახალგაზრდობამ შეიტყო თუ როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია და როგორი მეთოდებით ზემოქმედებენ ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

დეზინფორმაცია ძირითადად ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ზემოქმედებისკენ არის მიმართული. ახალგაზრდებმა კი ტყუილისა და სიმართლის გარჩევა და ის მოძრაობები შეისწავლეს, რომელსაც ადამიანი ჩვეულებრივ ტყუილის დროს აკეთებს.

ტრენინგი სხვადასხვა თამაშსაც მოიცავდა.

„ტრენინგი უფრო პრაქტიკული ხასიათის იყო და ბევრიც ვითამაშეთ. ისინი დეზინფორმაციასა და ფსიქიკის თემებზე შეიქმნა. ხალხი ისე პროფესიონალურად ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ ბევრი მას ვერ არჩევს და ამ ყველაფერს ისინი შეცდომაში შეჰყავთ. დეზინფორმაციას ხშირად პოლიტიკაში, ხელოვნებაში, სოციალურ სფეროში, პირადი მიზნებისთვის იყენებენ“, – განმარტა გოჰარ აღჯოიანმა.

პროექტი „დეზინფორმაციასთან ბრძოლა ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების გაუმჯობესების გზით“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის აქტიური ახალგაზრდების შეკრებას, ადგილობრივი და მოწვეული ტრენერების მონაწილეობით მათთვის მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის შესახებ შეხვედრების გამართვას გულისხმობს, რათა ახალგაზრდებმა შესაბამისი ინფორმაცია მიიღონ და ამ საკითხებში პრაქტიკული ტრენინგები გაიარონ. მიღებულ ინფორმაციას კი თანასოფლელებსა და ნაცნობებს შორის გაავრცელებენ.

treninng

ტრენინგები მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის (CIPDD) ინიციატივით და ნიდერლანდების (ჰოლანდია) საელჩოს დაფინანსებით ტარდება. პროექტის ფარგლებში უკვე 5 ტრენინგი გაიმართა, რომელშიც როგორც ადგილობრივი, ასევე თბილისიდან მოწვეული ექსპერტები მონაწილეობდნენ.

trenin

ახალქალაქში პროექტზე ჟურნალისტი გაიანე აკოჯიანი მუშაობს, იგი მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის (CIPDD) პროგრამის ფარგლებში, სახელწოდებით „სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების გაძლიერება საზოგადოებრივ და სამოქალაქო საქმიანობაში“ შეირჩა.

tren