სოფლის მეურნეობის სამინისტროს „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მოსავლის თანადაფინანსების პროგრამაზე“ განაცხადების მიღება დასრულდა. ტექნიკის შესაძენად დაფინანსება ახალქალაქელმა 2-მა პირმა მიიღო, თუმცა განაცხადებებს ჯერ კიდევ განიხილავენ, ამიტომ გამარჯვებულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიმდინარე წლის იანვარში სოფლის მეურნეობის მოსავლის ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსებაზე კონკურსი გამოაცხადა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალქალაქის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის წამყვანი სპეციალისტის, არმან ჰარუთუნიანის თქმით, პროგრამა 1-ელ თებერვალს 12 საათზე გაიხსნა და 15 წუთის შემდეგ მთელი პროგრამის ფონდი დაიხარჯა, რის გამოც განაცხადის მიღება 15 წუთში დასრულდა.
იმ პირთა ზუსტი რაოდენობა, რომლებმაც ახალქალაქიდან დაფინანსება მოითხოვა, უცნობია.
„ოფისის დახმარებით ახალქალაქიდან განცხადება ხუთმა ადამიანმა გაგზავნა, მაგრამ ამას დახმარების გარეშეც შეძლებდნენ. ვიცით, რომ 2 ადამიანმა დაფინანსება უკვე მიიღო, თუმცა განაცხადებს ჯერ კიდევ ამოწმებენ და შესაძლოა მათი რიცხვი გაიზარდოს“, – განმარტა არმან ჰარუთუნიანმა.
კონკურსში გამარჯვებულმა ერთმა ახალქალაქელმა ფერმერმა თივის მოსავლის აღების ტექნიკის შესაძენად მიიღო გრანტი, მეორემ კი გათხრის ტექნიკის.
განაცხადების განხილვისას არასწორად შევსებული განცხადებები კონკურსს გამოეთიშებიან და, დიდი ალბათობით, ახალ კონკურსს გამოაცხადებენ.
პროგრამის ჯამური ფონდი 7 მილიონი ლარი იყო, 3 მილიონ 600 ლარი კომბაინის შესაძენად იყო გათვალისწინებული, დანარჩენი კი სხვა მოსავლის ტექნიკისთვის (აგრეგატების).
დაფინანსება, რომელსაც ფერმერები მიიღებენ