საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დამუშავებისთვის სუბსიდიას გამოუყოფს – სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ჰექტარზე 300 ლარი. სუბსიდია მიენიჭებათ ფერმერებს, რომლებსაც აქვთ 0,25 ჰექტარიდან 1,25 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი, ასევე მათ, ვინც გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს.
კერძოდ, სუბსიდიას მიიღებენ:
თუ ფერმერი ჯერ არ არის დარეგისტრირებული ამ მონაცემთა ბაზაში, მაშინ მას შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე: 1501 და დარეგისტრირდეს.
სუბსიდიის თანხა სასოფლო-სამეურნეო ბარათზე ჩაირიცხება. ფერმერებს დაგროვებული ქულების გამოყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესაძენად შეეძლებათ.
ფერმერებზე შარშან გაცემული აგრობარათები კვლავ აქტიურია. თუ ვინმეს არ აქვს სასოფლო-სამეურნეო ბარათი, მაგრამ აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რომლითაც სუბსიდია გაიცემა, მაშინ ბარათის მისაღებად ლიბერთი ბანკს უნდა დაუკავშირდეს.
სახელმწიფო ამ პროგრამისთვის 35 მილიონ ლარს დახარჯავს, წინასწარი შეფასებით, სუბსიდიით 300 000 ფერმერს შეუძლია ისარგებლოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო იმედოვნებს, რომ ეს ხელს შეუწყობს პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას.