2020 წელი, როცა მსოფლიო პანდემია დაიწყო, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახნავ- სათესი მიწების გაზრდით გამოირჩეოდა. წარმოგიდგენთ მონაცემებს, 2020 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რამდენი და რომელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები მიიღეს, ასევე, როგორია მესაქონლეობის შედეგები რაიონში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2020 სასოფლო-სამეურნეო წელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტის, რამაზ გოგოლაძის თქმით, რაღაც მხრივ წარმატებული იყო. სახნავი მიწების რაოდენობა გაიზარდა, რადგან ბევრს, სხვა ქვეყნებში სამუშაოდ წასვლის შესაძლებლობა არ აქვს, დაკავდნენ სოფლის მეურნეობით. რა ეფექტი ჰქონდა ამას, ეს სხვა საკითხია, რასაც JNEWS-ი კვლავ დაუბრუნდება.
ახალქალაქში პანდემიის ზეგავლენა მესაქონლეობაზე გამოკვლეული არ არის, თუმცა სტატისტიკა შემდეგია:
მსხვილფეხა რქოსანი საქონლისა და ფრინველების რაოდენობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2020 წელს
მსხვილფეხა რქოსანი საქონელი – ძროხები- 32 764, მათგან – 20 323 მერძევე
ღორი- 10 049
ცხვარი- 13 033
თხა- 374
ქათამი- 5321
ინდაური- 191
იხვი- 525
ბატი – 623
ფუტკარი – 4357
წარმოგიდგენთ მონაცემებს ასევე, რამდენი და რომელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები მოიყვანეს მუნიციპალიტეტში 2020 და 2019 წლებში.
გასულ წელთან შედარებით, საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის სტატისტიკის თანახმად, გაიზარდა კარტოფილის, ხორბლის, შვრიის, ნივრის, სუნელის მოყვანა. შემცირდა სტაფილოს, ჭარხლის თესვა.
e.infogram.com
e.infogram.com
მიღებული მოსავლის შესახებ მონაცემები ტონებში