მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლიანობა წელს მაღალი იყო, ნესტის გამო კარტოფილი გაფუჭდა. ტენიანობის შედეგად გამოწვეული „ნემატოდის“ დაავადების გამო კარტოფილი დალპა.

თუკი შარშან ფერმერები „ფიტოფტორიის“ დაავადებით დარჩნენ იმედგაცრუებული, წელს „ფიტოფტორიამ“ ადგილი „ნემატოდს“ დაუთმო. აგრონომი ეღიშე აღაჯანიანი ამბობს, რომ „ნემატოდის“ დაავადება ჩვენს რეგიონში ყოველთვის იყო, თუმცა წლევანდელი წელი ამ დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა.

„როდესაც სექტემბრის დასაწყისში მოსავლის აღება ვერ მოვახერხეთ, ამ დროს დაავადება ძალიან სწრაფად გავრცელდა, დაიწყო სინესტე და კარტოფილი მიწაში დარჩა. კარტოფილი, რომლის მიწიდან ამოღება დროულად იყო საჭირო, მიწაში დარჩა და ლპობა დაიწყო. არის ჯიშები, რომლებიც ასევე დარჩა მიწაში, მაგრამ არ ლპება, მაგალითად, “ჯელი” და “მარფონა”. შეიძლება ითქვას, რომ კარტოფილის 1%-იც არ იყო დამპალი“.

სპეციალისტი ამატებს, რომ ჩვენს რეგიონში ახლა გავრცელებულია შემდეგი სოკოვანი დაავადებები: „ფიტოფტორია“, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება, „რიზოქტონია“, „ალტერნარიოზი“, „ნემატოდი“ და სხვა.

„ჩვენთან მიღებული არ არის ამ დაავადებებს წინასწარ ვებრძოლოთ. როცა მოსახლეობას ვუხსნით და ვეუბნებით, კარტოფილი როგორ დათესონ, გვეუბნებიან: „ეს ყველაფერი არასწორია“. შარშან, როცა “ფიტოფტოროზის” დაავადება გავრცელდა და კარტოფილის ღერო გახმა და დაიწვა, წელს დაიწყეს ამ დაავადებასთან ბრძოლაზე ფიქრი, მაგრამ წელს “ნემატოდის” დაავადება ძალიან არის გავრცელებული“, – ასკვნის სპეციალისტი.

ნემატოდის ლარვები მეორე სტადიაში იჩეკებიან ნიადაგში ან მცენარის ქსოვილში დადებული კვერცხებიდან და კარტოფილის ფესვებს აპარატიზებენ. ფესვის ქსოვილში დასახლების შემდეგ, ნემატოდები იკვებებიან მცენარეების უჯრედებით და მრავლდებიან. დაზარალებული უჯრედები იწყებენ გაყოფას და გაფართოებას, რაც ცისტების გაჩენას იწვევს. განვითარების ბოლო საფეხურზე მდედრობითი სქესის სხეული სფერული ხდება, მამრი კი ჭიის ფორმის რჩება.

ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში ფესვის ქსოვილში შეღწევიდან 3-4 კვირის შემდეგ მდედრები კვერცხებს (მათ შეუძლიათ 2000-მდე კვერცხის) დადებას იწყებენ. ისინი თბილ და ტენიან ნიადაგებზე იწყებენ გამოჩეკვას, წინააღმდეგ შემთხვევაში კვერცხები მაქსიმუმ ერთ წელს გაძლებენ. ნემატოდებს შეუძლიათ სხვადასხვა მეპატრონე-მცენარის პარაზიტიზაცია (ისინი პოლიფაგები არიან).