ახალქალაქის მუნიციპალიტეტში უცხო სუნელის თესვა გარკვეულ პრობლემებს აწყდება: მწერ-მავნებლები, რომელთა წინააღმდეგ ხალხმა არ იცის, როგორ იბრძოლოს და უბრალოდ წყვეტს თესვას.
სუნელების თესვით ახალქალაქის სოფელ კოჭიოში, ალასტანში, გომანში, ოლავერდში, მერენიაში, კოჩიოში, აგანაში და სხვა სოფლებში არიან დაკავებული.
სოფელ აგანადან გალსტიან არშალუისი ამბობს, რომ მათ სოფელში ეს კულტურა მზითვების სახით შემოვიდა, სოფელ გომანიდან გოგონა სოფელ აგანაში გათხოვდა და სუნელის მოყვანის კულტურა შემოიღო.
არშალუის გალსტიანის თქმით, ისინი სუნელის თესვითა და გაყიდვით 1985 წლიდან არიან დაკავებულნი. აგანაში პარაზიტი-მავნებლები გაჩნდა, რომლებიც სუნელის მოსავლიანობაზე მოქმედებენ, ის სამჯერ მცირდება. სოფლები წყვეტენ სუნელის მოყვანას, რადგან არ იციან, როგორ ებრძოლონ პარაზიტს.
“სოფელი გომანი ერთ დროს სუნელით მიღებული სახსრებით ცხოვრობდა, როგორც კი მავნებლები გაჩნდა, მათ მოყვანა შეწყვიტეს. გომანში უკვე 7 წელია შეწყვიტეს ეს საქმიანობა. ჩვენს სოფელში მავნებლები ახლა გაჩნდა. გასულ წელს თითქმის მთელმა სოფელმა დათესა, წელს 5-6 ოჯახმა. ნორმალური მოსავალი, რომ მიგვეღო, განვაგრძობდით თესვას”,- ამბობს არშალუის გალსტიანი.
ის ამტკიცებს, რომ სუნელში მწერ-მავნებლების გამრავლების აღმოფხვრისათვის ჭიების გამოკვლევის ლაბორატორია უნდა იყოს. სახელმწიფომ უნდა დაიცვას და დაეხმაროს ფერმერს.
სუნელს ფარმაცევტულ საწარმოებშიც იყენებენ. სუნელის მოყვანა ძალიან შრომატევადი საქმეა, მთელი პროცესი ხელით კეთდება.
“იმისათვის, რომ კარგი მოსავალი იყოს, საჭიროა მიწების სარეველასგან სამჯერ დასუფთავება, შემდეგ სუნელის ხელით მოკრეფა, გაშრობა, შემდეგ თესლის დასუფთავება ღერღილის დახმარებით და საცერზე გატარება. ფესვის გარდა, ამ მცენარეში ყველაფერი გამოყენებადია, უბრალოდ პირველი ხარისხის პროდუქტია- ეს არის მარცვალი, ხოლო ღეროები და ფოთლები- ეს მეორეხარისხოვანია”,- ხსნის არშალუს გალსტიანი.
როგორც ირკვევა, მწერების გარდა ფერმერებს კიდევ ერთი პრობლემა აქვთ- მათ არ შეუძლიათ საქონლის რეალიზება.
არშალუის გალსტიანი ადრე 5 მეასედს თესავდა, 150 კგ-ს ღებულობდა, 1 ჰა-დან 30 ცენტნერ სუნელს კრეფდა, ხოლო ახლა 1 ჰა-დან 10 ცენტნერი არ დგება.
სუნელის თესვას იწყებენ მარტის თვეში და კრეფენ აგვისტოში, თუმცა სოფლის მოსახლეობის თქმით, თუკი ამინდი არ არის კარგი და სუნელი ვერ ასწრებს დამწიფებას, ოქტომბერშიც კი კრეფენ.
სუნელი როდისღაც 18 ლარი ღირდა და ამ მიზეზით ყველამ დაიწყო სუნელის მოყვანა. თუმცა, ახლა სუნელის “საქმე” ცუდად იწყობა. არშალუის გალსტიანი ამტკიცებს, რომ საქართველოში ახლა პანდემიის გამო ძალიან ცოტა სუნელი იყიდება, რადგან ყველა რესტორანი დაკეტილია, და ღონისძიებებიც არ ტარდება.
“მე საუკეთესო წლებში 100-დან 120 ტ-მდე სუნელს ვყიდიდი წელიწადში, წელს 25ტ. თუკი ადრე რესტორანი 4-5ტ ყიდულობდა, ახლა 500 კგ-ს ყიდულობს. რეალიზაცია ათჯერ შემცირდა”,- ამბობს არშალუისი.
არშალუის გალსტიანი თვლის, რომ ამ საქმეში ექსპორტის საკითხით სახელმწიფო ფერმერებს და ბიზნესმენებს უნდა დაეხმაროს.