სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის რომელი პროგრამები მოქმედებს ამჟამად, როგორ გამოვიყენოთ ეს დახმარება, რა პროგრამები ტარდება საქართველოში მრავალი წელია და რომელი განხორციელდა გასულ წელს:
სოფლის მეურნეობის სამინისტრო „სოფლის მეურნეობის მოსავლის ტექნიკის დაფინანსების პროგრამას“ იწყებს, რომელზეც განაცხადების მიღება 1 თებერვლიდან დაიწყება. მონაწილეობის მიღება ფიზიკურ პირებს, იურიდიულ ორგანიზაციებსა და კოოპერატივებს შეუძლიათ.
პროგრამის მიხედვით, კომბაინის შეძენის შემთხვევაში სახელმწიფო ღირებულების 40%-ს, არაუმეტეს 200 000 ლარის, გადაიხდის. აგრეგატების შემთხვევაშიც 40% ფინანსდება, მაგრამ არაუმეტეს 150 000 ლარი. პროგრამა ჩაის კრეფის ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს, სადაც სახელმწიფო დაფინანსების წილი 50%-ია – არაუმეტეს 500 ლარი.
სახელმწიფოსგან ნაწილობრივი დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დაკმაყოფილდეს.
განაცხადი ელექტრონულად იგზავნება; დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ rda.gov.ge-ზე ან რჩევისთვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის ოფისს დაუკავშირდით, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის პირველ სართულზე მდებარეობს.
პროგრამის ჯამური ფონდი 7 მილიონი ლარია, საიდანაც 3 მილიონ 600 ლარი კომბაინის შესაძენად არის გათვალისწინებული, დანარჩენი კი დანარჩენ ტექნიკას (აგრეგატების) მოხმარდება. პროგრამა 1 თებერვალს ამოქმედდება, განაცხადი პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხის დახარჯვისთანავე დაიხურება.
აღნიშნული პროგრამა შარშანაც მოქმედებდა, მაგრამ სავალდებულო პირობა განმცხადებლის მიწის რეგისტრაცია იყო, რაც წელს, პროგრამის პირობების მიხედვით, საჭირო არ არის.
ამ დროისთვის ეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სფეროში ერთადერთი ახალი სახელმწიფო პროგრამაა.
გასულ წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 6-მდე სასოფლო-სამეურნეო და მეცხოველეობის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებდა, ზოგიერთი მათგანი წელსაც გრძელდება.