ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, „სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების მასშტაბური პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 549 ადამიანი დასაქმდა. პროგრამა სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებში სოციალური შეღავათების შენარჩუნებით დასაქმებას ითვალისწინებს .
ამ პროგრამით სოციალურად დაუცველები ახალქალაქის, სხვადასხვა სოფლების საზოგადოებრივი სამუშაოების სერვისცენტრში, საქართველოს სამცხე-ჯავახეთის სამელიორაციო სერვისცენტრში, ჯავახეთის ეროვნულ პარკში დასაქმდნენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ პროგრამით 2022 წელს 66 ადამიანი, ხოლო 2023 წელს (13 თებერვლის მდგომარეობით) 62 ადამიანი ძირითადად ისეთ სამუშაოებზე დასაქმდა, როგორიცაა სასაფლაოს დარაჯი, საბავშვო ბაღის ტექნიკური მუშაკი, სამედიცინო ცენტრში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 64 სოფლიდან 53-ის სასაფლაოებზე მცველები დაინიშნენ, რომლებიც ამ პროგრამით დასაქმდნენ. მუნიციპალიტეტის 9 საბავშვო ბაღმა ამ პროგრამით პირი დაასაქმა. ზგოერთნი მზარეულისა და აღმზრდელის დამხმარეთ მუშაობენ. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსის, ანაიდა იორდანიანის თქმით, საბავშვო ბაღების დირექტორები თავად წყვეტენ, რა სამუშაოზე აიყვანონ ისინი.
სხვადასხვა ორგანიზაციაში დამლაგებლად 3 ადამიანი აიყვანეს.
მერიის ადმინისტრაციასთან არსებული ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების დეპარტამენტის უფროსის, ანაიდა იორდანიანის თქმით, ჯერ კიდევ არის ვაკანსიები, მაგრამ სოციალურად დაუცველებს შორის სამუშაოს მსურველი არ მოიძებნება. 11 სოფელში სასაფლაოს დარაჯის ვაკანსიებია.
„ახალი ვაკანსიებიც ცხადდება, ბევრი ადგილია, მაგრამ მომუშავეები არ არიან. მსურველებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის სერვისცენტრს უნდა მიმართოთ. ჩვენთან მოსულებს ვასაქმებთ და ვაკანსიებსაც პერიოდულად ვაცხადებთ “, – განმარტავს ანაიდა იორდანიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების მასშტაბური პროგრამის“ მიხედვით, ახალქალაქის სერვისცენტრში 47 ადამიანია დასაქმებული, ისინი როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში მუშაობენ, ასუფთავებენ ნაგავს ნაგვის ურნებთან და აკეთებენ სხვადასხვა სამუშაოებს.
საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ზოგადი სტატისტიკის მიხედვით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამით 121 ოჯახიდან 549 ადამიანი იყო დასაქმებული. ამ პროგრამით დასაქმებულები თვეში 300 ლარს სრული ხელფასით იღებენ.
საქართველოში სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა 2022 წლის 1 მარტს დაიწყო. ოთხი წლის განმავლობაში მონაწილის ოჯახი სოციალურ დახმარებას მიიღებს.
პროგრამა ხელმისაწვდომია იმ შრომისუნარიანი ადამიანებისთვის, რომლებიც სოციალური დაცვის დახმარებას 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე იღებენ და ინვალიდობის სტატუსი ან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ აქვთ.
პროგრამის ფარგლებში ოჯახებს, რომლებსაც სოციალური ქულები აქვთ, შეუძლიათ სამუშაო იპოვონ. მათ წერილობით სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის ცენტრს უნდა მიმართონ.