თბილისის პეტროს ადამანას სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებელს ახალ აშენებულ შენობაში მაისს ან სექტემბერს მიიღებს.
JNEWS-თან ინტერვიუში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა არმენ ბაიანდურიანი განმარტავს:
„შენობა უკვე ფუნქციონირებს, თუმცა შიდა სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სამსახიობო შემადგენლობა რეპეტიციებს გადის და გახსნისთვის ვემზადებით. თუ მაისს არა, გახსნას სექტემბრისთვის ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, ვდგამთ სპექტაკლებს: ქვემო ქართლში საახალწლო გამოსვლა უკვე გქვონდა და ახლა ახალციხეში საბავშვო სპექტაკლის შესასრულებლად ვემზადებით, სომხეთსაც ვესტუმრეთ და მარტში ინდოეთის თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობას ვაპირებთ”.
თბილისის პეტროს ადამანას სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი 167 წლის გახდა. იგი 1856 წელს დაარსდა და ავლაბარის შენობაში 1936 წლიდან ფუნქციონირებს. 1921 წლის 1 მაისს თეატრის ჯგუფმა სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიიღო და სტეპან შაუმიანის პატივსაცემად მისი სახელი ეწოდა, მაგრამ 1991 წელს თეატრს პეტროს ადამანას სახელობის თბილისის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი ეწოდა.
რეკონსტრუქციის პროგრამას ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში მყოფი ფონდი „ქართუსი“ აფინანსებს – ფონდმა „ქართუმ“ ქვეყანაში 900-მდე ძეგლი აღადგინა.