დეპუტატი სამველ მანუკიანი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა

დეპუტატი სამველ მანუკიანი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა

21 იანვარს ნინოწმინდა-წალკის გზაზე ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, პარტიის “ქართული ოცნების” წევრი, სამველ მანუკიანი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. ოპერაცია თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში უტარდება. ახლობლების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

21 იანვარს, შუადღისას, სამველ მანუკიანი თბილისი-წალკის გზაზე მოძრაობდა, გაურკვეველი მიზეზების გამო, კონტროლი დაკარგა, გზის პირას გადავიდა და ქვებს დაეჯახა. სამველ მანუკიანი რეანიმობილით თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს და გამოკვლევის შემდეგ ოპერაცია გაუკეთეს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე