ქალაქისა და სასოფლო გზების თოვლისგან გაწმენდის მეოთხედ გამოცხადებული ტენდერი “ჯავახ ავტო გზამ” მოიგო და ახლა მდომარეობას აფასებენ.
პირველ ტენდერზე წინადადებების მიღება 2022 წლის 21 ნოემბერს დასრულდა და მეორე კონკურსიც გამოცხადდა, რომელიც 05 დეკემბერს დასრულდა. მესამედ გამოცხადებულ ტენდერზე განაცხადები 19 დეკემბრამდე მიიღებოდა, თუმცა მაშინაც არავის სურდა მონაწილეობა. ტენდერი მეოთხედ, 22 დეკემბერს გამოცხადდა და 2023 წლის 4 იანვარს დასრულდა.
იმავე პირობებით ტენდერი მეოთხედ გამოცხადდა და თავდაპირველი თანხა კვლავ 199 939 ლარია, საიდანაც 100 000 ლარი დროებით 2022 წელს თოვლის გასაწმენდად გამოყვეს, ხოლო 99 939 ლარი – 2023 წელს. თუმცა, რადგან ტენდერი 2023 წელს უკვე ჩატარდა, საინტერესოა, 2022 წელს გამოყოფილ ფინანსებს რა ბედი ეწევა.
„რადგან უკვე 2022 წლის ბოლო იყო, ეს წელიც გავითვალისწინეთ და თოვლიანობისას შესაბამისად კომპანია თანხას მიიღებდა და სამუშაოს შეასრულებდა. სავარაუდო განვითარებები გავითვალისწინოთ, რადგან ტენდერი დაგვიანდა და 2023 წელს დასრულდა. არ ვიცით ამ მომსახურებაზე რამდენი დაიხარჯება, შეიძლება 50 000 ლარი, ან 60 000… დანაზოგი ხელშეკრულების შესაბამისად გადაირიცხება და მუშაობას 2024 წელსაც გააგრძელებენ. ყოველივე მერიისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შეთანხმებით წარიმართება“, – აცხადებს ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი.
კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებზე იზრუნებს, რეგიონში მხოლოდ რამდენიმეა. 2020 და 2021 წელს ამ სამუშაოებზე პასუხისმგებელი “ჯავახ ავტო გზა” იყო. მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში თოვლსაწმენდ სამუშაოებს შპს „BEM“-ი აწარმოებდა. 2019 წელს კომპანიას მუნიციპალიტეტის მერიასთან უთანხმოება ჰქონდა, რადგან მერია თანხის გადაუხდელობაში დაადანაშაულა. მერიამ ბრალდება უარყო. საბოლოოდ, უთანხმოება სასამართლოს მეშვეობით მოგვარდა და სარჩელი კომპანია „BEM“-მა მოიგო.
ტენდერის მიხედვით წელსა და მომავალ წელს თოვლისგან გაიწმინდება როგორც ქალაქ ახალქალაქის ზოგიერთი ქუჩა, ისე სოფლის გზები. საჭიროების შემთხვევაში კომპანია შემდეგი ადგილებსაც მოემსახურება:
საერთო ჯამში, თოვლისგან 174 კმ სოფლის გზა გაიწმინდება.
გაიწმინდება ქალაქ ახალქალაქის შემდეგი ქუჩებიც:
დასუფთავების სამუშაოები მოიცავს როგორც გრეიდერით გაწმენდას, ასევე რეაგენტის დაყრას. თოვლი მხოლოდ ახალქალაქის მერიის განცხადების საფუძველზე გაიწმინდება.