თოვისა და ქარბუქის გამო საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა შეფერხებულია და იგი ღია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის არის.
საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მსუბუქი ავტომობილები ჩვეულ რეჟიმში მოძრაობენ, სხვა სახის ტრანსპორტისთვის კი გზა დაკეტილია. ინფორმაცია Jnews-ს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აცნობა.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნილია და გზებს თოვლისგან წმენდენ. თოვლისა და ყინულის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე გადაადგილება მხოლოდ ზვავსაშიშროების გვირაბების გავლით არის შესაძლებელი.