2023 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზების თოვლისგან გაწმენდის ტენდერი ჩატარდა და დოკუმენტაციას ამზადებენ. სამუშაოებზე შპს “ჯი და ვი ჯგუფი” იზრუნებს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გზების დასუფთავებაზე ტენდერი უკვე მეოთხედ გამოცხადდა, რადგან წინა სამი მონაწილეთა სიმცირის გამო არ შედგა.
ახალქალაქის თოვლის გაწმენდა არავის სურს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ქუჩებიდან და სასოფლო გზებიდან თოვლის მოსაწმენდად 150 000 ლარი გამოყო. ტენდერი 122 000 ლარად შპს „ჯი და ვი ჯგუფმა“ მოიგო და ახლა საბუთებს ამზადებენ.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანია 2023 წლის 31 დეკემბრამდე იმუშავებს.
გამარჯვებულმა კომპანიამ შემდეგი გზები უნდა გაწმინდოს:
– ცენტრალური გზიდან კულალისამდე- დ. გონდურა და პ. გონდურა – 7,5 კმ
– ცენტრალური გზიდან ნამზარამდე-დილიფი – 6,5კმ
– ნინოწმინდა-ყაურმა-ეშტია-თორია-უჯმანა – 17კმ
– ცენტრალური გზიდან პ.ხორენიამდე – 2კმ
– ცენტრალური გზიდან სოფელ ჯიგრაშენამდე – 1კმ
– ნინოწმინდიდან სოფელ ოროჯალარამდე – 5 კმ
– ცენტრალური გზიდან სოფელ დ.არაქალამდე – 1,5კმ
– სოფელ სათხადან სოფელ ოროჯალარამდე – 2 კმ
– ნინოწმინდიდან სოფელ დ.ხანჩალამდე – პ.ხანჩალი – კათნატუ – 12კმ.
– სოფელ ჟდანოვიდან სოფელ სამებამდე – 4 კმ
– ცენტრალური გზატკეცილიდან სოფელ სპასოვკამდე – 5 კმ
– ცენტრალური გზატკეცილიდან სოფელ ორლოვკამდე – 2 კმ
– ცენტრალური გზატკეცილი-ფოკა-ვლადიმიროვკა-ასფარა-ტამბოვკა- 19, 545კმ.
– ცენტრალური გზატკეცილი-ეფრემოვკა – 1კმ
ნინოწმინდის ქუჩების შემდეგი მონაკვეთები:
– ქ. პუშკინი – 2 კმ
– ქ. სპანდარიანი – 0,8 კმ
– ქ. ჰოვსეფიანი – 1,2 კმ
– ქ. ტერიანი – 0,5კმ
– ქ. ერევანი – 0,9კმ
– ქ. მარქსი – 0,5 კმ
– ნორაშენი – 2,5 კმ
– 5 საზოგადოებრივი დაწესებულება
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში თოვლისგან 109 355 კმ გზა გაიწმინდება.