ქალაქისა და სოფლის გზების თოვლისგან გასუფთავებაზე ტენდერი უკვე მესამედ გამოცხადდა. პირველ ორ ტენდერს მონაწილეები არ ჰყოლია.
პირველ ტენდერზე განაცხადების მიღება 21 ნოემბერს დასრულდა და მეორე კონკურსი მაშინვე გამოცხადდა, მიღების ბოლო ვადა 5 დეკემბერი იყო. მესამედ გამოცხადებული ტენდერი განაცხადებს 19 დეკემბრამდე მიიღებს.
ტენდერი იმავე პირობებსა და თანხას, 199 939 ლარს შეადგენს, საიდანაც 100 000 ლარი დროებით 2022 წელს თოვლის გასაწმენდად არის გათვალისწინებული, ხოლო 99 939 ლარი მომავალი 2023 წლისთვის.
რეგიონში მხოლოდ რამდენიმე კომპანიაა, რომელსაც ამ სამუშაოს შესრულება შეუძლია. ასეთია “ჯავახ ავტო გზა”, რომელიც 2021 წლის სამუშაოებზე იყო პასუხისმგებელი, თუმცა ვალდებულებები 2020 წელსაც შეასრულა. რამდენიმე წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში თოვლსაწმენდ სამუშაოებს შპს „ВЕМ“ ხელმძღვანელობდა. 2019 წელს კომპანიას მუნიციპალიტეტის მერიასთან უთანხმოება ჰქონდა, რადგან კომპანიამ მერია ანაზღაურების გადაუხდელობაში დაადანაშაულა, მერიამ კი ბრალდება უარყო. უთანხმოება სასამართლომ მოაგვარა და მერიის წინააღმდეგ სარჩელი კომპანია „ВЕМ“-მა მოიგო.
ტენდერის მიხედვით თოვლისგან გაიწმინდება, როგორც ქალაქ ახალქალაქის ზოგიერთი ქუჩა, ისე სოფლის გზები. საჭიროების შემთხვევაში სიას შემდეგი ადგილებიც დაემატება:
საერთო ჯამში, თოვლისგან გაიწმინდება 174 კმ სასოფლო გზა.
უნდა გაიწმინდოს ქალაქ ახალქალაქის შემდეგი ქუჩები:
დასუფთავების სამუშაოები მოიცავს როგორც გრეიდერით გაწმენდას, ასევე რეაგენტის დაყრას. თოვლი მხოლოდ ახალქალაქის მერიის განცხადების საფუძველზე გაიწმინდება.