ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გრიპის, მწვავე რესპირატორული ინფექციების პიკი ყოველთვის იანვარ-თებერვალში იწყება, სკოლებსა და საბავშვო ბაღებს ავადმყოფობის გამო ბევრი ბავშვი აცდენს. ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგის გაიანე ფიდანიანის აზრით პანიკის მიზეზი არ გვაქვს, მაგრამ ვირუსული დაავადებების პრევენცია მაინც აუცილებელია.
ქალაქებსა და სოფლებში მწვავე რესპირატორული ვირუსი სწრაფად ვრცელდება. ექიმების თქმით, წელს ვირუსული დაავადებების პიკი ჩვეულებრივზე ადრე დადგა. ექსპერტები ყოველივეს საქართველოში დიდი რაოდენობით ემიგრანტების ჩამოსვლას უკავშირებენ.
გაიანე ფიდანიანი, ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის ეპიდემიოლოგი, თვლის, რომ ნერვიულობა საჭირო არ არის.
„არ მგონია დაავადების ბევრი შემთხვევა დაფიქსირებულიყო, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, კრიტიკული ზღვარს არ ვცდებით. ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია. კოვიდის დომინირების ფონზე სხვა ვირუსები დავივიწყეთ“, – აცხადებს იგი.
ეპიდემიოლოგის თქმით, მწვავე რესპირატორული ვირუსისისთვის 38,5 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა ჩვეულებრივ ტემპერატურად ითვლება და ეს კლასიკური, სეზონური მოვლენაა.
ახალქალაქში ახლა გრიპი არ ვრცელდება, მხოლოდ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები ფიქსირდება.
გაიანე ფიდანიანი გვირჩევს საერთო რესპირატორული დაავადებების შემთხვევაში შემდეგნაირად მოვიქცეთ: შესაძლებლობის შემთხვევაში, შევზღუდოთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, მოვერიდოთ დახურულ სივრცეებს, ოთახებში ჰაერის ცირკულაცია შევინარჩუნოთ, ხშირად დავიბანოთ ხელები, გამოვიყენოთ ანტისეპტიკები. რეკომენდაციას ცხვირსახოცის ნაცვლად, ერთჯერად ხელსახოცებს უწევს.
ზოგჯერ მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციას გართულება ახლავ, რომლებიც ფილტვებში ფიქსირდება – პნევმონია, რომელიც ხშირად ბავშვებში აღინიშნება, რადგან უფრო მარტივად ინფიცირდებიან. მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის სიმპტომებია: ხველა, რომელსაც გულმკერდის არეში ტკივილი ახლავს, ლარინგიტი და ფარინგიტი.
თუ გრიპი მოულოდნელად, ცხელებითა და კანკალით იწყება, მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციასთან გვაქვს საქმე. ორივე შემთხვევაში შეინიშნება ცხვირიდან გამონადენი. ეს ვირუსები საჰაერო წვეთოვანი გზით ვრცელდება.