მიმდინარე 2-3 კვირის განმავლობაში ახალქალაქში ბავშვების გატაცების შესახებ ჭორები ვრცელდება. ზოგიერთი ირწმუნება, რომ შემთხვევა ახალციხეში მოხდა, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა. ტელეკომპანია “მთავარი არხის” ინფორმაციით, გორის სკოლასთან ბავშვის გატაცების შესაძლო მცდელობა დაფიქსირდა.
ჯავახეთში უკვე მესამე კვირაა ბავშვების გატაცების შესახებ ჭორები ვრცელდება: უცნობი პირები სკოლებში შედიან და ბავშვების შესამოწმებლად მიყვანას ითხოვენ. ყალბი ინფორმაციის კონკრეტული ლოკაციებზე გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.
როგორც ტელეკომპანია „მთავარი არხი“ იუწყება, გორის ერთ-ერთ სკოლასთან უცნობები ბავშვებს მიუახლოვდნენ და მანქანაში ჩაჯდომისთვის ფული შესთავაზეს.
“მთავარი არხის” სიუჟეტში ბავშვები ამ კონკრეტულ პირებზე საუბრობენ:
„სკოლიდან სახლში მივდიოდი, როცა თეთრი მანქანით უცნობები მომიახლოვდნენ. მითხრეს, რომ დედაჩემმა ჩემ სახლში წასაყვანად გამოგზავნა ისინი, მაგრამ მანქანაში ჩაჯდომას არ დავთანხმდი“.
მეორე ბავშვის თქმით, მანქანაში ჩაჯდომისთვის 20 ლარი შესთავაზეს.
სკოლის დირექტორი სასწავლო პროცესისას მსგავს შემთხვევას გამორიცხავს და განმარტავს, რომ სკოლა უსაფრთხო ადგილია და პანიკის მიზეზი კი თავად გავრცელებული ინფორმაციაა.
“მთავარი არხის” ჟურნალისტის თქმით, ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდნენ, მაგრამ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს. სამინისტროში განაცხადეს, რომ ინფორმაციას ჯერ კიდევ აზუსტებენ.
უკვე 2-3 დღეა, რაც საჯარო სკოლებთან, მათ შორის ახალქალაქის სკოლებთან, პოლიციის თანამშრომლები პატრურირებენ.
გრიშა მკრტჩიანი