გორ აივაზიანმა ესპანეთის ქალაქ ლა ნუციაში გამართულ IBA-ს ახალგაზრდულ კრივში მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მიიღო მონაწილეობა. აბსოლუტური გამარჯვების მოპოვების შემდეგ ის მეოთხედფინალში გავიდა და მსოფლიო ტიტულსაც მიუახლოვდა.
საქართველოს წარმომადგენელი, ახალქალაქელი სპორტსმენი 16 ნოემბრის საღამოს კამერუნელ ისა ალის შეებრძოლა და 5:0 ანგარიშით მოიგო. გორმა 54 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.
ჩემპიონატი ესპანეთში 14-დან 26 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 800 სპორტსმენი მონაწილეობს.
გორ აივაზიანმა წელს კრივში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და მედალოსანიცაა – მონტენეგროს შეჯიბრებების ჩემპიონი და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი. 2019 წელს მოზარდებში ევროპის ჩემპიონი გახდა. ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში მოკრივე მწვრთნელ გაგიკ ელიზბარიანთან ერთად ვარჯიშობს. ჩემპიონი 17 წლისაა.
გორ აივაზიანი ესპანეთში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს