საქართველოს კრივის ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ესპანეთში გაემგზავრა. ეროვნული ნაკრების სპორტსმენებს შორის ახალქალაქელი მოკრივე გორ აივაზიანიცაა.

მსოფლიო ჩემპიონატი 14-26 ნოემბერს ესპანეთში გაიმართება, სადაც საქართველოს სახელით 9 მოკრივე იბრძოლებს, მათ შორის ახალქალაქელი სპორტსმენებიც.

გორ აივაზიანი 54 კგ წონით კატეგორიაში იბრძვის.

გუნდის სხვა სპორტსმენები:
ლუკა ბეშლიოღლი – 48 კგ.
დავით ჯაფარიძე – 51 კგ.
საბა ერემეიშვილი – 57 კგ.
გოჩა გორდულავა – 60 კგ.
დემურ ქაჯაია – 63,5 კგ.
საბა კვინიკაძე – 75 კგ.
გიორგი დეკანოზიშვილი – 86 კგ.
ტარიელ შარიქაძე – 92+ კგ.

სპორტსმენებს თან მოკრივეთა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი შალვა დუნდუა და გოჩა რუსია ახლავთ.

გორ აივაზიანმა წელს კრივში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იგი სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და მედალოსანია. გასულ წელს მონტენეგროს შეჯიბრებებში ჩემპიონი გახდა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2019 წელს თინეიჯერებში ევროპის ჩემპიონიც გახდა. იგი ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში ახალგაზრდა მოკრივე-მწვრთნელი გაგიკ ელიზბარიანთან ერთად ვარჯიშობს. სპორტსმენი 17 წლისაა.