1 ივნისს, 18:30 საათზე, ახალქალაქში, სურბ ხაჩ ეკლესიის ეზოში ჯავახეთის მოსახლეობა განსაკუთრებული სიამაყითა და ენთუზიაზმით შეხვდა კრივში ევროპის ჩემპიონ არტიუშ გომციანს, რომელიც ჩემპიონატიდან სომხეთიდან დაბრუნდა.

ახალქალაქის მერი, მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ახალქალაქის კულტურის სახლის დირექტორი ალიკ ქსპოიანი, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის მთავარი წინამძღვარი არქიმანდრიტი ტერ ნშან ჰამაიაკიანი, სპორტის სფეროს წარმომადგენლები, ჩემპიონები, მეგობრები და ახლობლები, ნაცნობები და უცნობები ეკლესიის ეზოში შეხვდნენ.

IMG_0515

არტიუშ გომციანი ეკლესიის ეზოში სომხური დოლ-ზურნას ხმაზე შევიდა, დამსწრე საზოგადოება კრივში ევროპის ჩემპიონს ტაშით მიესალმა. ანსამბლ „ჯავახკის“ ბიჭებმა კი იარხუშტას ცეკვა შეასრულეს.

284620343_588693132461700_392311813524664888_n

აქ იმყოფებოდა გორ აივაზიანიც, რომელიც ბულგარეთის ქალაქ სოფიაში 2022 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩემპიონი გახდა.

IMG_0542

მადლობის სიტყვა წარმოთქვა გომციანის პერსონალურმა მწვრთნელმა, ახალქალაქის სპორტული კომპლექსის დირექტორმა, ატომ ელიზბარიანმა. მან აღნიშნა, რომ სომხეთში მცხოვრები ჯავახეთელების ყოფნა არტიუშ გომციანს ძალას აძლევდა ბრძოლის დროს.

“ეს იგრძნობოდა, როდესაც გომციანი იღლებოდა, მას გულშემატკივრების შეძახილები ძალას ჰმატებდა და კიდევ უფრო კარგად იბრძოდა.”

IMG_0560

ელიზბარიანი ამაყად საუბრობს თავის მოწაფეზე და აღნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტ გამარჯვებას დააფიქსირებს, რათა ჯავახეთის სახელი მთელ მსოფლიოში გახდეს ცნობილი.

“ტურნირებისთვის კარგად მოვემზადეთ. არტიუშმა ოთხივე ბრძოლა მოიგო. ფინალში ძალიან მძიმე ბრძოლა გაიმართა, არტიუში ესპანეთის წარმომადგენელს დაუპირისპირდა, რომელიც ჩემპიონატის ფავორიტად ითვლებოდა“, – სიამაყით თქვა არტიუშის პირადმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, ერევანში, კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ კომპლექსში, კრივში მამაკაცთა შორის 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩემპიონის ტიტული ჯავახმა არტიუშ გომციანმა (57-60 კგ წონით კატეგორიაში) მოიპოვა.

არტიუშ გომციანი არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრის მედალოსანი. ის ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში ვარჯიშობს.