2 მარტს ქალაქ გორში საქართველოს კარატეს (კუმიტე) ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც 364 სპორტსმენმა მიიღ მონაწილეობა. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო ახალქალაქის სპორტული სკოლის 19 სპორტსმენმა, მათგან 9 მედლით დაბრუნდა.

2
მონაწილეებიდან 260 იყო ბიჭი და 104 — გოგონა.

ახალქალაქის სპორტსმენები დაბრუნდნენ 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედლებით.

14-15 წლის ასაკობრივ ჯგუფში 63 კგ წონით კატეგორიაში 1-ლი ადგილი დაიკავა არტურ სოღბატიანმა.

14-15 წლის ასაკობრივ ჯგუფში 52 კგ წონით კატეგორიაში მე-2 ადგილი დაიკავა ვაჰან აფოზიანმა.

მე-3 ადგილი დაიკავეს: უილიამ ღაზარიანი 18-21 ასაკობრივ კატეგორიაში, წონითი კატეგორია-75 კგ; ვიგენ ღაზარიანი 16-17 ასაკობრივ კატეგორიაში, წონითი კატეგორია -76 კგ, ვარდ შახბაზიანი 12-13 ასაკობრივ კატეგორიაში, წონითი კატეგორია -55 კგ,მანველ დავთიანი 14-15 ასაკობრივ კატეგორიაში, წონითი კატეგორია -57 კგ,არშავირ მკრტჩიანი 14-15 ასაკობრივ კატეგორიაში, წონითი კატეგორია -57 კგ,მანე ხანანიანი 12-13 ასაკობრივ კატეგორიაში, წონითი კატეგორია -42 კგ და იულია ავეტისიანი 16-17 ასაკობრივ კატეგორიაში, წონითი კატეგორია -53 კგ.

3

ჩემპიონატი WKF-ს წესებით ჩატარდა. ყველა სპორტსმენი ახალქალაქის სპორტული სკოლის  მოსწავლეა, ხოლო მათი ტრენერია სარგის მარგარიანი, რომელიც სპორტსკოლის კოლექტივს და მერიას მუდმივი მხარდაჭერისთის მადლობას უხდის.

4