სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდებს შორის ფეხბურთის რეგიონული ჩემპიონატი დასრულდა. 6 მატჩის შემდეგ პირველი ადგილი ახალქალაქის სასპორტო სკოლის ახალგაზრდულმა გუნდმა დაიკავა, რომელმაც 5 მატჩი გამარჯვებით, ერთი კი ფრედ დაასრულა.
21 ნოემბერს ახალციხეში ფეხბურთის რეგიონული ჩემპიონატის ფინალური თამაში გაიმართა, სადაც ახალქალაქისა და ახალციხის ახალგაზრდულმა ნაკრებებმა ითამაშეს. ახალქალაქელებმა ანგარიშით 5:1 მოიგეს.
ფეხბურთის რეგიონულ ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობა 4 გუნდმა მიიღო.