სამცხე-ჯავახეთის ჭადრაკის რეგიონულ ჩემპიონატზე ახალქალაქის ჭადრაკის სკოლის მოსწავლეებმა ანდრეი გრიგორიანმა და ნაირი საჰაკიანმა მოიპოვეს პრიზები: I და III ადგილები.

11 მარტიდან 13 მარტამდე ახალციხეში ჭადრაკის რეგიონული ჩემპიონატი გაიმართა. მონაწილეობდნენ 8 წლამდე ბიჭები და გოგონები, ასევე 8-დან 12 წლამდე ბიჭები და გოგონები.

ახალქალაქის ჭადრაკის სკოლიდან ჩემპიონატში 5 მოსწავლე მონაწილეობდა და სულ 30 მონაწილე იყო.

shaxmat1

ანდრეი გრიგორიანი ჩემპიონი გახდა 8 წლამდე მონაწილეთა შორის და 1-ლი ადგილი დაიკავა. ის იყო ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე. ანდრეი გრიგორიანს ვაზგენ ტოსუნიანი ავარჯიშებს.

shaxmat chempion

12 წლამდე მონაწილეთა შორის მესამე ადგილი ახალქალაქის ჭადრაკის სკოლის მოსწავლემ ნაირი საჰაკიანმა დაიკავა. ნაირი საჰაკიანის მწვრთნელი გიურჯანიან რაფიკია.