ხვალინდელი დღიდან დაიწყება შემოწმება სპორტულ დარბაზებსა და საცურაო აუზებში, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო დაკეტილი იყო, შემოწმება დაიწყება. რაც შეეხება ახალქალაქის საცურაო აუზს, სადაც ფიტნეს დარბაზიც ფუნქციონირებს, მისი განახლებისათვის, ერთი თვის განმავლობაში მომზადებაა საჭირო.

ახალქალაქის საცურაო აუზის დირექტორის თქმით, აუზების მუშაობის განახლების მოსამზადებლად საჭიროა ერთი თვე, თუმცა მას აუზის გახსნის ნებართვა ჯერ არ მიუღია.

«თუკი ნებას დამრთავენ, ერთი თვე დამჭირდება, რათა აუზი მუშაობისათვის მოვამზადო. ჩვენთან ტექნიკური პრობლემები იყო, რომლებიც COVID-19-თან დაკავშირებული კარანტინის გამო ვერ მოვაგვარეთ, მაგრამ მათი მოგვარება ერთ კვირაშია შესაძლებელი. თუმცა, მუშაობის განახლებისათვის უფრო მეტი დროა საჭირო. ერთ თვეში ჩვენ მოვახერხებთ აუზებისა და დარბაზის დალაგებას, წყლის ჩასხმას და ექსპლუატაციის ყველა წესის მოგვარებას»,- ამბობს ახალქალაქის საცურაო აუზის დირექტორი აშოტ ხანოიანი.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ახალქალაქში ერთადერთი საცურაო აუზი 2012 წლიდან მოქმედებს. აუზი სუბსიდიებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ღებულობს.

სახელმწიფოთაშორისი კოორდინირების საბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები მომხმარებლებისათვის კვლავ განახლდება მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია პირობებს შეამოწმებს.

შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტი დღეს საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების რეგულაციებს გამოაქვეყნებს, ხოლო ხვალიდან შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით მათ შემოწმებას დაიწყებს. ის საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები, რომლებიც ინსპექტირებას წარმატებით გაივლიან, ფუნქციონირების განახლებას მაშინვე შეძლებენ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის თქმით, რეკომენდაციები და გამოწვევები, რომლებიც დღეს დარგებში არსებობს, რეალურთან მაქსიმალურად ადაპტირებული იქნება.

“ყოველ 6 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვება მოხდება. ვენტილაციას მიენიჭება დიდი მნიშვნელობა. უპირატესობა მიენიჭება ბუნებრივ ვენტილაციას, ხოლო ხელოვნური ვენტილაციის შემთხვევაში ნომინალურ სიჩქარეზე უნდა იყოს გადართული და შესაბამისი პროტოკოლი და წესი იქნება დადგენილი. დალაგების შემდგომ ორპირი ქარის პრინციპით უნდა მოხდეს განიავება, საშხაპეები ერთმანეთისგან სატანადო ტიხრებით უნდა იყოს გამოყოფილი. გარდა ამისა, კარადები უნდა იყოს ერთის გამოტოვებით. პირსახოცები უნდა იყოს ერთჯერადი შეფუთვით. წესდება ლიმიტი ჯგუფური ვარჯიშების განხორციელებისას, პროცედურის წარმართვა არაუმეტეს ათი ადამიანის ოდენობით მოხდება. რაც შეეხება აუზებს, ამ შემთხვევაში, წყლის ლაბორატორიული კვლევა კოლიბაქტერიებზე იქნება და ყოველგვარი ხარვეზის შემთხვევაში სრულფასოვანი მიკრობიოლოგიური კვლევა ჩატარდება. შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი რბილი მასალების გამოყენება და ყოველი გამოყენების შემდეგ მათი დეზინფექცია უნდა განხორციელდეს”, – განაცხადა ბექა ფერაძემ.