ახალქალაქის ცენტრი მაშტოცის მოედნიდან თავისუფლება-ჭავჭავაძის კვეთამდე ასფალტირებისთვის მზადდება. დაშალეს მაშტოცის ძეგლის ტროტუარიც, რომელიც დანრჩენილ გზას დაუკავშირდება. იგეგმება ძეგლის ირგვლივ რეაბილიტაციის ჩატარებაც.
ახალქალაქის მერის მელქონ მაკარიანის განცხადებით, მესროპ მაშტოცის მოედნიდან დაწყებული თავისუფლების ქუჩის გასწვრივ, ჭავჭავაძესთან კვეთამდე გზის მონაკვეთს ადგილობრივი ბიუჯეტით მოაასფალტებენ.
„პირობა დავდე, რომ მონაკვეთი გზის ორმოებზე მუშაობისას გარემონტდებოდა. ყოველივეს დაზოგილი ფინანსებით ვახორციელებთ“, – განმარტავს მელქონ მაკარიანი.
ძეგლის ტერიტორიაც შეიცვლება, თუმცა სამუშაოებს ახალქალაქის ცენტრის რეკონსტრუქციისას, სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ჩაატარებენ.
„ნაწილი (ტროტუარი) მოვხსენით, რადგან ორმოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. იერსახე სრულად შეიცვლება. თუმცა სამუშაოები წელს დაიწყება, თუ მომავალ წელს, უცნობია. იგი ხელსაყრელ ამინდზეა დამოკიდებული. მოედანი დაპატარავდება, რომ ქვეთათვის სივრცე გაიზარდოს. ძალიან ლამაზი, საინტერესო პროექტია. დარწმუნებული ვარ, ცენტრს მშვენიერი ხედი ექნება“, – აცხადებს ახალქალაქის მერი.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონებში, მათ შორის ახალქალაქში ტურიზმის განვითარების მიზნით, პროგრამას “განახლებულ მუნიციპალიტეტს” ახორციელებს, რომელიც ქალაქის ცენტრალური ქუჩისა და ცენტრალური მოედნის, მათ შორის შენობების ფასადების აღდგენას გულისხმობს.