საქართველოდან თურქეთში შესულ მამაკაცს მებაჟეებმა ჩხრეკისას პატარა ხის ყუთებში ჩასმული 1100 ფუტკარი აღმოუჩინეს, რომელიც სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული.
თურქული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მამაკაცს შესაბამისი საბუთები ჰქონდა და სარფის სასაზღვრო პუნქტზე სკანირება გაიარა, თუმცა საბაჟო სამმართველოს კონტრაბანდის საწინააღმდეგო განყოფილების თანამშრომლებმა საეჭვო საქციელის გამო გააჩერეს და სვიტერის ქვეშ დიდი რაოდენობით ყუთები აღმოუჩინეს, რომლებშიც 110 ფუტკარი იყო – თითოში ერთი დედა და ცხრა მუშა ფუტკარი. აღნიშნული პირი დაკავებულია.