26 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე “აბულსა” (ახალქალაქი) და “დინამო სოხუმის” (თბილისი) გუნდებს შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართა. თამაში ფრედ – 0:0 დასრულდა.
შემდეგი მატჩი 2 ნოემბერს გორში გაიმართება. ახალქალაქის “აბული” გორის “ლეგიონს” შეხვდება.
ამჟამად საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე სეზონი მიმდინარეობს, ბოლო მატჩი 16 ნოემბერს გაიმართება. 26 ოქტომბერს მეორე სეზონის 23-ე ტური გაიმართა.