ჯავახეთში კარტოფილის მოსავლის აღება საბჭოთა დროიდან მოყოლებული უნიკალური ტრადიციაა. წელიწადის ამ დროს თითქმის ყველას მინდვრიდან კვამლი ამოდიოდა, რაც ნიშნავდა, რომ ხალხი კარტოფილს წვავდა. შემწვარი კარტოფილი ჯავახეთის მოსახლეობის ერთ-ერთი საყვარელი და უგემრიელესი კერძია.

ჯავახეთის მაცხოვრებლების თქმით, გემოს საიდუმლო მინდორში ფუნით ცეცხლის დანთებასა და ნაცარზე კარტოფილის გამოცხობაშია. აქ ყველა დარწმუნებულია, რომ ჯავახური შემწვარი კარტოფილის გემო და სუნი განსაკუთრებულია და სხვაგან ვერსად გასინჯავ მსგავს.

traktorr

იმისათვის, რომ კარტოფილი ტრადიციის მიხედვით შეიწვას, საჭიროა ფუნა, რომელშიც ის ცხვება. ფუნას მანამ წვავენ, სანამ ფერფლად არ იქცევა, შემდეგ კარტოფილს ნაცარში ყრიან და  ასე წვავენ. გამომცხვარი კარტოფილს კი მწნილთან, ლავაშთან და ყველთან ერთად მიირთმევენ.

art xorovac qartol

xorovac

hamov