კარტოფილის მოსავლის აღება ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დასასრულს უახლოვკდება. მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლიანობა საშუალოზე დაბალია – საშუალო მოსავლიანობა 25 ტონა/ჰა-ზეა, წელს კი უმრავლესობა საშუალოდ 15-17 ტონა/ჰა-ს იღებს. კარტოფილის ფასი დღესდღეობით 1,30 ლარამდე გაიზარდა, თუმცა ეს ფასიც არ აკმაყოფილებს ფერმერებს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ფერმერებმა ამინდის გაუარესების შიშით კარტოფილის მოსავლის აღება წლის დასაწყისში დაიწყეს, რადგან გასულ წელსაც ასეც მოხდა. თუმცა, იმის გამო, რომ მოსავალი ცოტაა, საქმიანობას დაგეგმილზე ადრე ამთავრებენ. ჩვენი შეფასებით, მუნიციპალიტეტში მოსავლის ნახევარზე მეტი უკვე აღებულია, მაგრამ ფერმერები არც მოსავლით და არც ფასით კმაყოფილნი არ არიან.

ცუდმა ამინდმა დაბალ მოსავლიანობას შეუწყო ხელი: თესვისას სიცივე, მშრალი ამინდი და ზაფხულში სეტყვა.

სოფელ ჩამდურას მცხოვრებმა ჰარუთუნ აველიანმა 4 ჰექტარი კარტოფილი დათესა და მოსავლის აღება უკვე დაასრულა.

„წელს ხარჯები გაიზარდა, თუმცა კარტოფილიც გაძვირდა. ხარჯებს მაინც ვერ დავფარავთ. სამუშაო ძალაც ძვირია. თავიდან 65-70 თეთრად ვყიდიდი, ახლა მომატებულია ფასები. თუ მყიდველი იქნება, გავყიდი“, – ჰყვება ჰარუთუნ აველიანი.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულის Jnews-ის კვლევის მიხედვით კარტოფილის თვითღირებულება 2021 წელთან შედარებით 60%-ით უნდა გაზრდილიყო, 35 თეთრიდან 56 თეთრამდე.

კარტოფილის თვითღირებულება იზრდება – JNEWS-ის კვლევა

qartol

მოსავლის აღების დასაწყისში 1 კგ კარტოფილი მინდვრიდან 60-80 თეთრად იყიდებოდა, ახლა უკვე 1,30 ლარი ღირს.

სამუშაო ძალაც ძვირია; მუშებს თავდაპირველად 50 ლარს უხდიდნენ, მტვირთავებს 60 ლარს, მაგრამ კარტოფილის გაძვირებასთან ერთად მომსახურების ფასიც გაიზარდა.

berqahavaq qartol

ანაიდ სერობიანის განმარტებით, წელს კარტოფილის ფასი მართლაც მაღალია, მაგრამ შარშანდელთან შედარებით ცუდი მოსავალია, ამიტომ ფერმერები მაღალ საფასურს ვეღარ იხდიან.

„შარშან კარგი მოსავალი გვქონდა, ამიტომ მუშებისთვის 60-70 ლარის გადახდა ჩვენთვის ნორმალური იყო, ახლა კი ცუდი მოსავალია, გარდა ამისა, ძვირია მედიკამენტები, სასუქები, ყოველი მომსახურების ფასი გაიზარდა“, – აცხადებს ანაიდ სერობიანმა.

qartoll

კარტოფილის ღირებულება არ დაუთვლია, თუმცა ფიქრობს, რომ ხარჯებს 1,50 ლარით დაფარავს. მან 7 ჰექტარი კარტოფილი დათესა, რომლისთვისაც 100 000 ლარი დახარჯა. ჯამში დაახლოებით 120 ტონა კარტოფილი მიიღო. მისი კარტოფილის მოსავლიანობამ 17 ტონა/ჰა შეადგინა.

გარიკ პოღოსიანს პატარა საწყობი აქვს და კარტოფილის გაყიდვა უნდა, გაზაფხულისთვის მხოლოდ მცირე ნაწილი დატოვა. მაგრამ, მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მყიდველი ნაკლებია.