წელს ახალქალაქის კარტოფილზე მოთხოვნა გაიზარდა. ფასი 1.10 ლარს აღწევს. ასეთი ფასი ბოლო 7-8 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. მომხმარებლები რიგში დგანან. მუდმივი წვიმების გამო გლეხებს კარტოფილის მოკრეფა არ შეუძლიათ.
2021 წელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ახალქალაქელებისათვის წარმატებულია, კარტოფილის მოსავალი კარგი, წინა წლებთან შედარებით მოთხოვნა და ფასი მაღალი. მუნიციპალიტეტმა კარტოფილის მოკრეფა სექტემბრის ბოლოს დაიწყო. ფერმერების გასახარად, რეალიზაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ არსებობს. შესაბამისად საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი გაიზარდა. იყიდება რუსეთში, სომხეთსა და თურქეთში.
სოფლებში ხალხი კარტოფილის რიგში დგას. მანქანები უკვე რამდენიმე დღეა ახალქალაქის ციხესთან კარტოფილის გამყიდველებს ელოდებიან და ეძებენ, მაგრამ ამინდის პირობები გლეხებს მოსავლის აღებაში ხელს უშლის.
“ჩვენ, მძღოლები ბორჯომიდან ვართ, ჩვენ კარტოფილის რუსეთში გადასატანად დაგვიქირავეს. მე კარტოფილი პირველად მიმაქვს. საბროკერო კომპანიამ დამიქირავა”, – ჰყვება ერთ-ერთი მძღოლი.
გაჩერებული მანქანები სრულად დატვირთვას ელიან. ისინი ძირითადად რუსული ნომრებით მოძრაობენ, მაგრამ ქართულნომრიანი მანქანებიც არიან.
რუდიკ ფამბუხჩიანი რუსეთში კარტოფილის ტრანსპორტირებითაა დაკავებული. მან 5 მანქანა უკვე გააგზავნა.
“თავდაპირველად კარტოფილს 75-80 თეთრად ვყიდულობდით და რუსეთში 1,50-1.60 ლარად ვყიდდით. ამინდი გაუარესდა, კვირაზე მეტია ველით. მანქანა სავსე არ არის, კარტოფილის მოკრეფა შეჩერდა, მანქანას ვეღარ ვავსებთ. ფასი ერთ ლარამდე გაიზარდა. იძულებული ვარ სხვისგან ვიყიდო, ლოდინი, რომ არ მომიწიოს. არ ვიცით რას გავაკეთებთ, ზარალის გვეშინია. ლოდინი მომგებიანი არაა, ძვირად ყიდვისაც გვეშინია”, – ჰყვება რუდიკ ფამბუხჩიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა კარტოფილის მოსავლის დაახლოებით 30% აიღო. მოთხოვნა დიდია, მაგრამ ამინდი გლეხებს კარტოფილის მოკრეფის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.
რამაზ გოგოლაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო -საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი, კარტოფილის ღირებულების შემცირებას არ გამორიცხავს და თვლის, რომ ახალქალაქის კარტოფილზე დიდი მოთხოვნა მეზობელ ქვეყნებში ცუდმა მოსავალმა განაპირობა.
“მუნიციპალიტეტში, გასულ წელს კარტოფილის საშუალო მოსავალი 1 ჰექტრიდან 17 ტონა იყო, წელს ამავე რაოდენობის მოსავალს ველოდებით. მუნიციპალიტეტში დაახლოებით 10 000 ჰექტარ მიწაზე დათესეს კარტოფილი და საშუალოდ 180 000 ტონას ველით”, – განაცხადა რამაზ გოგოლაძემ.
ზოგიერთი ფერმერი კარტოფილის შენახვას გაზაფხულამდე აპირებს, რადგან გაზაფხულზე ფასების მატებას ელიან. მაგრამ ზოგიერთი ჰყიდის, რადგან ამაში დარწმუნებული არ არის.
რამაზ გოგოლაძეს პროგნოზირება არ შეუძლია.
“არავინ იცის რა ფასი იქნება გაზაფხულზე. თებერვალში ეგვიპტეს და ისრაელი მოსავალს მიიღებს და შესაძლოა ფასი საერთოდ არ გაიზარდოს”, – აცხადებს რამაზ გოგოლაძე.
გამოდარების მოლოდინში, ექსპორტიორებს კარტოფილის ფასის აწევის ეშინიათ, გლეხებს კი პირიქით – დაბალი ფასების.