ახალქალაქში “კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი” (CIP) USAID საქართველოს კარტოფილის პროგრამის ფარგლებში, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დააფინანს, სათესლე კარტოფილს სამი ტექნოლოგიის გამოყენებით აწარმოებს. ორი ახალი ჯიშის სათესლე კარტოფილი (სუპერ ელიტარული კლასი) უკვე შეიქმნა, ახლა ახალი ჯიში – “ჯავახური” იწარმოება. თესლი სამი ტექნოლოგიით მწადდება: ჰაერში დაკიდება, ქვიშასა და მიწაში დარგვა.
ჯავახეთისთვის ყველაზე შესაფერისი ტექნოლოგია მომავალში რაიონშიც დაინერგება.
2020 წლის იანვარში “კარტოფილის საერთაშორისო ცენტრმა” (CIP) ნერგებისა და სათესლე მასალის საჩვენებელი ნაკვეთები ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით მოაწყო, რათა ფერმერებს ახალქალაქში კარტოფილის თესლწარმოებაში დაეხმაროს. ეს ტექნოლოგიები ახალქალაქისთვის ინოვაციაა, თუმცა მთელ მსოფლიოში გამოიყენება.
სამი ინოვაციური მზარდი ტექნოლოგიაა: ინვიტრო, აეროპონიკა და ჰიდროპონიკა.
ინვიტრო – ტექნოლოგია, რომლითაც ჩითილის ღეროს ნაწილი იჭრება და მიწაში ირგვება, აეროპონიკა – ტექნოლოგიის მიხედვით, ტუბერები ჰაერში ჩამოკიდებული ვითარდება, ხოლო ჰიდროპონიკა – თესლის განვითარება სველ ქვიშაში.
პროგრამის აგრონომი მახარე მაცუკატოვი განმარტავს, რომ პროგრამის მიზანი რეგიონში არა მარტო კარტოფილის, არამედ თესლის წარმოებაცაა.
„კლიმატური პირობები სათესლე კარტოფილის წარმოებისთვის შესაფერისია; მიწა-წყალი კარგია. ამჟამად სათბურში სამი ტექნოლოგიით ვაწარმოებთ, ვნახოთ რომელი ტექნოლოგია იმუშავებს საუკეთესოდ, რომელია ვირუსების გარეშე, რომელი მეტად მომგებიანი იქნება რეგიონისთვის. მხოლოდ მოსავალს ვიღებთ, ეკონომიკური სარგებელი ჯერ არ განიხილება. ინვიტრო ტექნოლოგიის მხრივ უფრო მარტივია და ბევრიც მრავლდება“, – აცხადებს მახარე მაცუკატოვი.
აგრონომის თქმით, მათ უკვე დაარეგისტრირეს წითელი მესხური ჯიში და 3 ჰექტარი დარგეს.
„წელს გასაყიდი სუპერ ელიტური კლასის სათესლე კარტოფილი გვექნება, მომავალ წელს “წყვიალას” (თეთრი კარტოფილი) ჯიშს გავყიდით, ხოლო 2023 წელს – “ჯავახურ” ჯიშს, რადგან ამ ჯიშზე ვმუშაობთ.“
ჯიშებზე მოთხოვნა, მახარე მაცუკატოვის თქმით, რაიონში ბევრია. არიან ფერმერები, რომლებსაც კარტოფილის თესლის მოყვანა სურთ.
“ბიზნესს პერსპექტივა აქვს”, – აცხადებს მაცუკატოვი.
კარტოფილის ეს ჯიშები თავიანთ კლასთან შესაბამისობის სერტიფიკატს მიიღებენ, რაც სათესლე კარტოფილის ექსპორტის შესაძლებლობას გაუჩენს.