ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ფერმერები ინტენსიურად იღებენ კარტოფილის მოსავალს. წელს ახალქალაქის კარტოფილზე დიდი მოთხოვნაა, 1 ლარად იყიდება. თუმცა, ვინაიდან ამ დღეებში მუნიციპალიტეტში ბევრი კარტოფილია დაკრეფილი, მყიდველს ფასის დაკლება სურს.
გადამყიდველებს კარტოფილი ახალქალაქიდან რუსეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში გააქვთ.
შარშანდელთან შედარებით წლეულს მცირეა მოსავალი, მაგრამ კარტოფილის ფასი მაღალი. მინდვრის კარტოფილი 1 – 1.20 ლარად იყიდება. ახალქალაქის ფერმერებს არ ახსოვთ კარტოფილის ასეთი ფასი და ისიც შემოდგომით.
ფერმერი ალექსანდრე მანუკიანი კარტოფილს ყოველწლიურად დაახლოებით 15 ჰექტარ მიწაზე თესავს. ის კმაყოფილია ფასით და იმით, რასაც მინდვრიდან ყიდის.
“მეც მყავს რეგულარული მყიდველები თბილისიდან, მაგრამ წლეულს ბევრი მყიდველია რუსეთიდან. იქ საერთოდ არ არის მოსავალი. 15 დღეში ავიღებ მთელ მოსავალს. შარშან კარგი მოსავალი იყო, წელს კარგი ფასია”, – ამბობს ალექსანდრე მანუკიანი.
ახალქალაქში კარტოფილის მოკრეფის დაწყებისთანავე დიდი მანქანები გამოჩნდა რუსეთიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან, რომლებსაც კარტოფილი გადააქვთ. ზოგი მათგანი გადამყიდველებმა დაიქირავეს, ზოგი კი, მას შემდეგ მივიდა, რაც შეიტყო, რომ საჭირო იყო გადაზიდვები. ახალქალაქის ციხესთან კლიენტებს სატვირთოები ელოდება.
მძღოლები 4 – 5 დღის განმავლობაში ელოდებიან, რომ დაიქირავონ ისინი. ერთმა მძღოლმა, რომელსაც სოსო ერქვა, თქვა, რომ ისინი ტელეფონით დაიქირავეს, ჩამოვიდნენ, მაგრამ აქ ეს ადამიანი ზარს აღარ პასუხობს. მათ კარტოფილის 800 დოლარად გადატანა შესთავაზეს, მაგრამ ისინი უარს ამბობენ.
”მეხუთე დღეა ველოდებით გადაზიდვის ფასის გაზრდას, დაველოდებით კიდევ ორ დღეს და დავტვირთავთ “ნატახტარს” (ლიმონათი) და წავალთ. ვინც ახლა აქ დაგვირეკა არ პასუხობს ჩვენს ზარებს, არ იღებს ტელეფონს. 7 მანქანა ვდგავართ. არ გადავიტანთ 800 აშშ დოლარად. როდესაც დაგვირეკეს, მაშინ კარგ ფასს გვთავაზობდნენ. ჩამოვედით და ფასები უკვე შემცირებული იყო “, – ამბობს მძღოლი, სახელად სოსო.
სხვა მძღოლი ამბობს, რომ უკვე მეორე დღეა ელოდება დამქირავებელს.
“ჩვენ არ ვყიდულობთ, ჩვენ დაგვიქირავეს კარტოფილის პიატიგორსკში, როსტოვში, ვოლგოგრადში, კისლოვოდსკში, მოსკოვში გადასატანად. 800აშშ. დოლარად გადატანა ცოტაა, დიზელის ფასი, განბაჟება, პოლიციას ვაძლევთ, ჩვენ არაფერი გვრჩება”, – თქვა მძღოლმა.
ჯერჯერობით კარტოფილი 1 ლარად იყიდება, მაგრამ გადამყიდველები ცდილობენ შეამცირონ კარტოფილის ფასი. შემცირების იმედით, ზოგი მათგანი, ახალქალაქში ჩასული, არ ჩქარობს კარტოფილის ყიდვას, ფასის შემცირებას სასტუმროებში ელოდებიან.