„გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა საქართველოში სხვადასხვა პროგრამის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ასევე ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უფასო რეგისტრაციის პროგრამა, Jnews-მა გადაწყვიტა დაეზუსტებინა, იმოქმედებს თუ არა ეს მიწის უფასო რეგისტრაციის პროგრამის განხორციელებაზე, ვინაიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
მიწის უფასო რეგისტრაციის პროცესი გრძელდება, Jnews-ს საქართველოს საჯარო რეესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს და არ უპასუხეს, არის თუ არა პროგრამის დაფინანსების პრობლემა. მიწის რეგისტრაციის პროგრამის ზოგიერთი კომპონენტი ევროკავშირის სახსრებით განხორციელდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწისა და სახლების უფასო რეგისტრაცია 2022 წლის დეკემბერში სოფელ დილისკადან დაიწყო. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტში პროცესი ერთი წელი არ განახლებულა.
2024 წლის ზამთარში საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა ადგილობრივი მონაცემების დაზუსტების მუშაობა განაახლეს. ამ წუთებში მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელმწიფო რეესტრის თანამშრომლები ჯგუფურად მუშაობენ.
საჯარო რეესტრის მომუშავეთა ჯგუფი ახალქალაქში და სოფლებში აზუსტებს, იდენტიფიცირებას უკეთებს და ზომავს მოსახლეობის ნაკვეთებს. მონაცემები, რომლებიც საფუძვლად იქნა აღებული, 2000-იანი წლების დასაწყისში ძველი აპარატების გამოყენებით შეგროვდა, ამგვარად, დღეს მომუშავეები ხშირად აწყდებიან უზუსტობებს, უფრო სწორად, ზოგიერთი მონაკვეთი სხვებთან იკვეთება. აღვნიშნავთ, რომ ძველი თაობის GPS-აპარატები ბოლომდე ზუსტად არ მუშაობდა უახლეს აპარატებთან შედარებით. ახლა ახალი ნახაზები და გაზომვები ხორციელდება უახლესი ზუსტი GPS აპარატებით.
საჯარო რეესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში Jnews-ს ჯერ კიდევ 2024 წლის ზამთარში აცნობეს, რომ რეგისტრაციისას ახალი ნახაზები მიმდინარეობს და მთელი ეს სამუშაოები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.