„მომავლის სახლში“ ახალქალაქში ფილმმეიქერებისთვის Caucasus Cinema 2022-ის პროექტის ფარგლებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება გაიმართა.

кино

სულ რაღაც ერთ კვირაში პროექტის მონაწილეებმა სხვადასხვა ჟანრისა და თემის 9 მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღეს. ჩვენების დროს მონაწილეებს შორის ხმის მიცემა ჩატარდა, რომელშიც ფილმმა „ბიჭმა და თევზმა“ გაიმარჯვა.

ფილმები შეეხო სიყვარულს, ურთიერთობებს, დედობას, თვითმკვლელობას, პიროვნულ ფსიქოლოგიურ სირთულეებსა და ადამიანობას. ზოგიერთი ფილმი შემეცნებითი ხასიათის იყო, სხვები კი მხატვრულ ჩანახატებს ჰგავდა; არ ჰყვებოდა რაიმე ამბავს, თუმცა მაყურებლის ყურადღებას მაინც ინარჩუნებდა. ერთ-ერთი მათგანი იყო „ჩიტი“, რომლის ჩვენებისას ადგილობრივი პატარა პიანისტი არსენ კარაპეტიანი ფორტეპიანოზე ცოცხლად უკრავდა.

кино3

გადაღების ადგილებს შორის იყო ახალქალაქის ცენტრალური მოედანი და მესროპ მაშტოცის ძეგლი, კულტურის სახლი, ახალქალაქის სპორტული სკოლა, ყოფილი სამხედრო ქალაქის ხიდი, “ვეგას” კაზინო, ახალქალაქის ციხე, ახალქალაქელთა სახლები, ქალაქის სხვადასხვა ქუჩა და ბუნებრივი პეიზაჟი, მათ შორის ამირანის გორა. მსახიობებთა ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ.

პროგრამის ფარგლებში, წელიწადში 2-ჯერ, ათობით დამწყები და პროფესიონალი რეჟისორი, კინემატოგრაფი, მსახიობი, მუსიკოსი, მწერალი, რედაქტორი, ჟურნალისტი და პროდიუსერი საქართველოში ჩამოდის, რათა კინოწარმოებასთან ითანამშრომლონ. სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეებმა 5 კვირის განმავლობაში საქართველოს წინასწარ განსაზღვრულ რეგიონებში უნდა იმოგზაურონ, თითოეული რეგიონში ერთი კვირით. 2022 წლის შემოდგომაზე ჯავახეთი პროგრამულ სიაში მეორე რეგიონი გახდა.

кино4

30 ახალგაზრდა კინორეჟისორი საქართველოდან, ამერიკიდან, ყაზახეთიდან, ავსტრიიდან, ბრაზილიიდან, ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, უნგრეთიდან, გერმანიიდან ორშაბათს, 3 ოქტომბერს, ახალქალაქში ჩამოვიდა. კვირის განმავლობაში 9 მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღეს და დაამონტაჟეს, რომლებიც “მომავლის სახლში” აჩვენეს.

кино5