ნინოწმინდაში მცხოვრები ჰარიუცუნ სიმონიანი, მერიის სოციალური პროგრამის ბენეფიციარია . ის დიალეზზე მყოფი პაციენტია. სამედიცინო მომსახურების მისაღებად სიარული ახალციხეში უწევს. დახმარების მიღებამდე, კვირაში სამჯერ ახალციხეში საკუთარი ხარჯით დადიოდა. ახალციხეში მომსახურებით კმაყოფილია, თუმცა დიალეზით სარგებლობას ახალქალაქში ისურვებდა. ამბობს, რომ ტრანსპორტირება და წამლების შეძენა ძვირი უჯდება. მედიკამენტებისთვის თვეში 200-300 ლარამდე ეხარჯება. ითხოვს შეღავათების დაწესებას მედიკამენტებზე.

ვიდეო მომზადებულია პროექტის “თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება მოქალაქეების ინტერესებისთვის” ფარგლებში, პროექტს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი, NDI-ს მხარდაჭერით ახორციელებს.