ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აუქციონზე მიწის 5 ნაკვეთია გატანილი – 3 სასოფლო-სამეურნეო, 2 კი არასასოფლო-სამეურნეო.
აუქციონები სახელმწიფო პროგრამის „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესისთვის“ ფარგლებში ტარდება.
მიწის ნაკვეთებია:
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სოფელ ხოსპიოში 1862 კვ/მ თავდაპირველი ფასი 28000 ლარი. აუქციონის ბოლო დღეა 2022 წლის 7 ოქტომბერი.
2. სოფელ აზმანაში იყიდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 5370 კვ/მ, 1/4 ნაწილი, საწყისი ფასი 62,5 ლარი. აუქციონის ბოლო დღეა 10 ოქტომბერი.
3. სოფელ აზმანაში ტბასთან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1/4 ნაწილი 3190 კვ/მ საწყისი ფასი 50 ლარი. აუქციონის ბოლო დღეა 10 ოქტომბერი.
4. სოფელ აზმანაში იყიდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2810 კვ/მ მიწის 1/4 საწყისი ფასი 37,50 ლარი. ბოლო დღეა 10 ოქტომბერი.
5. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ახალქალაქი-ახალციხის გზატკეცილზე (მტს-ის გვერდით) 287 კვ/მ, საწყისი ფასი 6000 ლარი. აუქციონის ბოლო დღეა 12 ოქტომბერი.