რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლისა და ფედერაციის ახალი სუბიექტების შექმნის შესახებ „კანონებს”. შესაბამისი დოკუმენტები რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე უკვე გამოქვეყნდა.

პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების – ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სეპარატისტ ლიდერებთან რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. შეთანხმებებს 30 სექტემბერს მოაწერა ხელი, რის შემდეგაც სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ აღნიშნული „შეთანხმებების” რატიფიცირება მოახდინა.

23-27 სექტემბერს კრემლმა უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ოლქში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ფსევდორეფერენდუმები გამართა.

საერთაშორისო საზოგადოება რეფერენდუმებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და უკანონო ანექსიას გმობს.