ბათუმმა World Travel Awards-ის დაჯილდოებაზე “ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების” ნომინაციაში გაიმარჯვა.
გამარჯვებულები დღეს, 1-ელ ოქტომბერს დაასახელეს ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე.
კონკურსში ბათუმს ათი კონკურენტი ჰყავდა, მათ შორის მატერა (იტალია), მლჯეტი (ხორვატია), დერი (ჩრდილოეთ ირლანდია), კუტნა ჰორა (ჩეხეთი) და სოფია (ბულგარეთი).
დღესვე ბათუმი 2023 წლის „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელ ქალაქად დაასახელეს.
World Travel Awards დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება.