საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე ახალქალაქის წარმომადგენელმა, მოჭიდავე რომან გოგორიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
21-24 სექტემბერს თბილისში,თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა. ტურნირში ორასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, მათგან ოთხი ახალქალაქიდან.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე რომან გოგორიანმა 55 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
როგორც მისმა მწვრთნელმა JNEWS-ს განუცხადა, წონითი კატეგორია რომ არ შეეცვალა, რომანი ამ ტურნირიდან ოქროს მედლით დაბრუნდებოდა.
„რომანმა ერთ წელიწადში სამი წონითი კატეგორია გამოიცვალა, თორემ ამ ჩემპიონატიდან ოქროს მედალს ჩამოიტანდა. შარშან 42 კილოგრამ წონით კატეგორიაში იბრძოდა, გახსოვთ, რომ ევროპის სარეიტინგო ტურნირიდან ოქროს მედლით დაბრუნდა, ახლა კი 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს“, – თქვა რომან გოგორიანის მსვრთნელმა ნორაირ კრჯაციანმა.
ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
რომან გოგორიანი ევროპიდან ოქროს მედლით დაბრუნდა