საქართველოს წარმომადგენელი, ჯავახეთის სპორტსმენები 19 ნოემბერს სომხეთში გამართული MMA და K1 საერთაშორისო ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ.

ახალქალაქის სპორტული სკოლის მწვრთნელმა ანდრანიკ აბელიანმა, სოფელ დადეშიდან, საერთაშორისო პროფესიულ ჩემპიონატში K1-ში, 68 კგ წონით კატეგორიაში მიიღო  მონაწილეობა. ბრძოლის მესამე რაუნდში ირანის წარმომადგენელ სპორტსმენზე უპირატესობა მოიპოვა და საერთაშორისო K-1 სარეიტინგო ქამარი მოიპოვა.

kikbox3

„ჯავახეთში ორი საერთაშორისო ქამარი ჩამოვიტანეთ, ერთი მე მოვიგე, მეორე კი – მონაწილე ნაირ მელიქიანმა. მადლობას ვუხდი ახალქალაქის მერიასა და ქველმოქმედ რაფიკ გიულბანგიანს ფინანსური მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ანდრანიკ აბელიანმა Jnews-თან საუბარში.

kikbox2

ტურნირიდან გამარჯვებით დაბრუნდნენ ახალქალაქის სპორტული სკოლის მოსწავლეებიც: რობერტ აპოიანი (სოფელი დადეში), ალბერტ ჰარუთუნიანი, ზოჰრაბ ჰარუთუნიანი და ანდრანიკ სიმონიანი.

28-30 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილები რობერტ აპოიანმა და ალბერტ ჰარუტუნიანმა, ხოლო მეორე ანდრანიკ სიმონიანმა და ზოჰრაბ ჰარუტიუნიანმა დაიკავეს.

ნაირ მელიქიანმა ტურნირზე ტექნიკური ნოკაუტით აბსოლუტური გამარჯვება მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ სტატიაში წაიკითხოთ : ნაირ მელიქიანმა მოწინააღმდეგე პირველივე რაუნდში დაამარცხა