სპორტულმა პორტალმა “MYUVENTEX”, 2020 წელი შეაჯამა, პრიზიორები და ფინალისტები გამოავლინა, რომელთა შორის ტრენერის, რაფაელ დარბინიანის, ახალქალაქის სპორტული სკოლა მოხვდა. შეჯიბრი გადიოდა კატე და კიმუტეთი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, 6 წლიდან დაწყებული კარატის ვეტერანებით დამთავრებული.
2020 წელს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით კარატის ფედერაციაში ახალი შემუშავებული ტექნოლოგიებით ონლაინ შეჯიბრების ჩატარება დაიწყეს. შეჯიბრი “MYUVENTEX” სპორტულ პორტალზე მიმდინარეობდა.
2020 წელს ახალქალაქის სპორტული სკოლის სპორტსმენები საქართველოს კარატის ფედერაციის დახმარებით მონაწილეობდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ონლაინ-შეჯიბრებებში. მსოფლიო თასში, მსოფლიო ჩემპიონატში სხვადასხვა საპრიზო ადგილებს იკავებდნენ.
MYUVENTEX პორტალის წლიური ანგარიშის პრიზიორების და ფინალისტების სიაში ახალქალაქიდან შემდეგი სპორტსმენებია შესული:
კიმ ნორსოიანი (გოგონები) 14-15 წელი- ოქროს პრიზიორი, აქსანნა ავეტიანი (გოგონები) 16-17 წელი- ვერცხლის პრიზიორი. დავით სესაძე 16-17 წელი- ფინალისტი. არტიომ ავაქიანი 16-17 წელი- ფინალისტი. რაფაელ დარბინიანი (ვეტერანები) 50-54 წელი- ფინალისტი.